პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ერთი გავარდნილი კაცი

აშრიალდა ნეშო ტყეში,
წამოვიდა ციდან თქეში,
ო, ასეთი სიხარული
არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში.

გადმოვარდნილ წვიმის სვეტებს
მზე ღრუბლიდან შუქს უმეტებს,
აელვარდა ცისარტყელა,
სჩანს რომ ბედი არ მიმეტებს.

რა რისხვაა თვალწარმტაცი,
ამოვარდა ქარი მკაცრი,
მე ხომ ხეებს ვეფარები
ერთი გავარდნილი კაცი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button