სიმღერის ტექსტები
გალაკტიონ ტაბიძე – ევროპის უფერული დღე
დღე ეუბნება ფერადი გემის
სილუეტს ზღვაზე:
განა მე მსურდა ცხოვრების ჩემის
მოწყობა ასე?
ოკეანეთა ხარ მძლავრი გემი,
ხარ ბედნიერი,
მძაფრი ქარიშხლის ტალღების ცემით
ხარ შენ ძლიერი.
თუ უნდობლობამ გაბზარა კაჟი –
შენი დიდება,
არა ჭაობში, არამედ ზღვაში
ჩაეკიდება.
მოწმე მრავალი ხრწნისა და ლპობის,
მაცდური ფიცის –
მე – უფერული დღე ვარ ევროპის,
შენ კი… ვინ იცის?!