სიმღერის ტექსტები

გიორგი დათიაშვილი – განშორება

როცა დავრჩები მარტო..
თეთრ ბილიკებს გავუყვები შორს..
შენი სევდიანი თვალები..
მოლოდინით გადაღალა დრომ..

მომიტანა ფიქრები განშორებამ..
ვიცი გული ითხოვს კვლავ ერთად ყოფნას..
დამიბრუნდი მინდა ისევ გიმღერო,
მინდა მაპატიო ყველა შეცდომა..

განშორების გზაზე თეთრად თოვს,
მივდივარ ისევ მარტოდ,
სევდიან ნაკვალევზე
ქარი ეძებს სიყვარულს..
იკარგება ფიქრში დრო..
დამიბრუნდი ვარ მარტო..
გავიხსენოთ ერთად ყოფნის დრო..
ჩემი რომ იყო..

მოვალ ღიმილს გაგითბობ..
სხვა სიყვარულს ვიცი ვერ განდობ..
შენ ხომ ჩემთვის ერთადერთი ხარ..
და ამიტომ ვერასდროს დაგთმობ..

ალბათ გესმის ჩვენი სიყვარულის ხმა..
თოვლის ფიფქი ჩუმად რომ მეფერება..
შენი სილუეტი მოსჩანს შორიდან..
ნუთუ მაპატიე ყველა შეცდომა?

განშორების გზაზე, თეთრად თოვს
მივდივარ ისევ მარტოდ
სევდიან ნაკვალევზე
ქარი ეძებს სიყვარულს
იკარგება ფიქრში დრო
დამიბრუნდი ვარ მარტო
გავიხსენოთ ერთად ყოფნის დრო..
ჩემი რომ იყო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button