სიმღერის ტექსტები

ბერა ივანიშვილი – დედა

სიყვარულზე ლაპარაკობ მაშინ როცა არ გიყვარს..
მინდა ვიმღერო ის რაც დღემდე არ მითქვამს.
ოცნება წამიყვანს შორს..
დავხუჭავ თვალებს ვიხსენებ დროს..

ყველაზე ლამაზი ბავშვობა მაჩუქეს..
23 დეკემბერი ველოდები საჩუქრებს..
მითხარით რა შეცვლის იმ ნამცხვრის სიტკბოს..
რა შეცვლის შეკრული ოჯახის სითბოს..

იცის როცა მიჭირს..იცის როცა მცივა
რაც არ უნდა ვქნა იცის როცა მტკივა..
და როცა ვიმარჯვებ, ვიმარჯვებთ ერთად..
ხანდახან ცრემლებსაც ვიკავებთ ერთად.

იმედია ზედმეტად არ გტკენდი..
ხანდახან ვჩხუბობდი, გაკვეთილებს ვაცდენდი,
გავჩერდი ბოლო ფრაზა არ მომდის
როგორ ვთქვა რომ მიყვარხარ
ეს სიტყვაც კი არ მყოფნის..

ყოველ წამს ჩემს გვერდში დგას.
ვგრძნობ შენს თავს.

სულ მინდოდა სულ სხვა ვაგიჟებდი ჩემებს
სწავლა დაიწყო ყველა მეძებს
დავალების მაგივრად ვწერდი ლექსებს
არ ავიღე დიპლომი ჩამოგიტანთ გრემებს

თავიდანვე მარტო თქვენ მიგებდით
ირგვლივ ყველა იცინოდა ცხოვრობნენ წიგნებით
ამ გრძნობას ვერ გადმოვცემ სიტყვებით
ნახე სად ვარ დღეს ნახე ხვალ სად ვიქნები

მახსოვს ყველაფერი სად და როგორ დაიწყო
მაშინ შოუბიზნესი არ იყო. ვიყავი ვარსკვლავი
ოჯახი ჩემი პატარა ცდა იყო…
პირველი ფანი ჩემი პატარა და იყო..

კლასის ფანჯრიდან ცხოვრება მოკლე არ ჩანდა
ერთი სულის შებერვით დრომ ყველა გაგვფანტა
სიყვარულით გამზარდა და 9 თვე მატარა
ვინც არ უნდა გავხდე ვიქნები მისი პატარა..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button