ახალი ამბებიბიზნესიხელოვნური ინტელექტი

McDonald’s დანერგავს მანქანურ სწავლებას სწრაფი მიწოდების სერვის McDrive-ში

მსოფლიოში უმსხვილესმა სწრაფი კვების ქსელმა, McDonald’s-მა განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Dynamic Yield, რომელიც დაკავებულია მანქანური სწავლების შემუშავება-დანერგვით ონლაინ-შეკვეთების პერსონალიზებისთვის.

გარიგების ღირებულებამ 300 მლნ დოლარი შეადგინა – ეს შენაძენი McDonalds-ისთვის უმსხვილესია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

McDonald’s აპირებს Dynamic Yield-ის ტექნოლოგია McDrive-ის ჯიხურებში გამოიყენოს. ნეიროქსელი მომხმარებლებს ავტომატურად შესთავაზებს დამატებით ოფციებს იმის მიხედვით, რა ამინდი იქნება, დღის რომელი მონაკვეთი და როგორი იქნება მომხმარებლის შეკვეთა.

სისტემის ტესტირება აშშ-ში მიმდინარე წელს დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუკი შედეგი მოლოდინს გაამართლებს, იგი საერთაშორისო ბაზარზეც გავრცელდება.

ამავე მიმართულებით ნაბიჯები აქვს გადადგმული Domino’s Pizza-ს: დაიწყო ჰამბურგის მაცხოვრებლებისთვის შეკვეთების მიწოდება ავტონომიური რობოტი-კურიერებით. კომპანიაში ამ სიახლეს უწოდეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი „ინტერნეტ-საკვების“ სფეროს განვითარებაში, სადაც ჩართული იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და რობოტექნიკა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button