ახალი ამბებიტექნოლოგია

NASA-მ სამი გამარჯვებული აირჩია მარსული საცხოვრებლის შექმნის კონკურსში

NASA-მ გამოაქვეყნა შეჯიბრ „3D-Printed Habitat Challenge“-ის შედეგები. კონკურსი 2015 წლიდან მოქმედებს და მონაწილეებს ამოცანად ჰქონდათ დასახული – შეექმნათ უცხოპლანეტური ბაზის საცხოვრებელი მოდულების კონცეპტი. სამივე გამარჯვებული გუნდი ამერიკულია და თითოეული ჯგუფი ჯილდოდ 100 ათას დოლარს მიიღებს. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამი განსხვავებული მარსული საცხოვრებლის დიზაინი, არქიტექტურა და მშენებლობის ტექნოლოგია.

პირველი გამარჯვებული გუნდის – SEArch+/Apis Cor-ის პროექტი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ვერტიკალურ ნაგებობას, რომელიც რაღაც შუალედურია კოშკსა და მრავალსართულიან შენობას შორის. თეორიულად, შენობაში გამოყენებულია პასიური განათების სისტემა, მოცემულია სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემები და აქვს გარე კედლების უნივერსალური მოპირკეთება. შენობის ფასადის გამაგრება შესაძლებელია მასზე 3D-ბეჭდური ელემენტების მიმაგრებით.

image.jpeg

მეორე გუნდის – Team Zopherus-ის პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი, მარსული ნედლეულის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამოყენება.  ქვიშისა და მტვრისგან, რომელთაც რეაგენტები დაემატება, დამზადდება ბეტონის მსგავსი მასალა ფუნქციათა ფართო სპექტრით. იგი გვევლინება, როგორც თერმოდაცვის საშუალება, დეკორატიული ელემენტებისთვის გამოსადეგი მატერიალი და მთავარი მასალა კედლებისა და იატაკისთვის. დედამიწიდან მხოლოდ კარკასებისა და 3D ბეჭდვის მასალების წაღება იქნება საჭირო, დანარჩენს კი კოლონისტები ადგილზე დაამზადებენ. 

image.png

მესამე ადგილი ერგო გუნდს – Mars Incubator, რომელმაც შექმნა „უნივერსალური ექვსკუთხედები“ – საბაზისო ელემენტები, რომელთაგანაც ნებისმიერი შენობა-ნაგებობა აიწყობა. საკმარისია მხოლოდ საჭირო „ბირთვის“ დაბეჭდვა და მისი ჩადგმა ტიპიურ კარკასში, რათა მიიღოთ კარი, ფანჯარა, ინსტრუმენტების დახლი და ა.შ.  

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button