ახალი ამბებიმეცნიერებარობოტებიტექნოლოგია

ორ წელში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამოჩნდება იაპონური რობოტი-ავატარები

2020 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე შესაძლოა გამოჩნდეს რამოდენიმე რობოტი, რომლებიც დაკავდებიან ყველაზე სახიფათო და შავი სამუშაოებით. ამ დროს კი სადგურის ეკიპაჟი ძალისხმევას და დროს დაუთმობს უფრო კომპლექსურ და სამეცნიერო საქმიანობას. რობოტების სადგურზე გაგზავნა ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე აქვს იაპონურ აეროკოსმოსურ სააგენტო JAXA-ს. იგი კომპანია GITAI-სთან ერთად აწარმოებს რობოტ-ავატარებს, რომელთა დახმარებითაც ადამიანები კოსმოსში სხვადასხვა სამუშაოს შეასრულებენ.

„რობოტექნიკის მეშვეობით გვსურს გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებსა და ადამიანის უსაფრთხოებასთან.  საუბარი ეხება სხეულის, ტორსის არმქონე რობოტებს, რადგან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამგვარი რობოტების შექმნა უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე სრულფასოვანი ავტონომიური რობოტებისა“ – აცხადებს GITAI-ს გენერალური დირექტორი შო ნაკანოსე. 

სისტემის მუშაობის პროცესი საკმაოდ მარტივია. დედამიწაზე მყოფი ოპერატორი მართავს რობოტს სენსორებით აღჭურვილი კოსტიუმისა და VR-ჰედსეტის მეშვეობით. ორბიტაზე მყოფი რობოტი-ავატარი რეალურ დროში ასრულებს ოპერატორის ბრძანებებს. 

image.jpeg
image.jpeg

GITAI-ს თითოეული რობოტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება, აღჭურვილი იქნება 360-გრადუსიანი კამერით, რათა განხორციელდეს ვიდეოს ტრანსლირება დედამიწაზე. ორბიტაზე მყოფ რობოტსა და დედამიწაზე მყოფ ოპერატორს შორის კავშირის შეფერხება დაახლოებით 60 მილიწამს შეადგენს. 

„უნდა ითქვას, რომ ამგვარი რობოტების მთვარეზე მართვა შეიძლება პრობლემური იყოს. დიდი დისტანციის გამო სიგნალის შეფერხება მინიმუმ 1,2 წამი იქნება თითოეულ მხარეს, ე.ი. თითოეული ოპერაციის შემდეგ ოპერატორს მოუწევს დაახლოებით 2,5 წამის მოცდა, რათა ნახოს როგორ შეასრულა ბრძანება რობოტმა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ნახევრადავტონომიური რობოტების გამოყენება“ – აღნიშნავს ნაკანოსე. 

„საქმიანობაში ჩავრთეთ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც შექმნა ავტონომიური რობოტები, ასე რომ ჩვენი კვლევები ასევე მიმართული იქნება მსგავსი მანქანების აქტიურად აწყობისკენ“ –  დაამატა GITAI-ს ხელმძღვანელმა. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close