ახალი ამბებიტექნოლოგიახელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის „მამები“, რომლებიც დაჯილდოვდნენ Turing-ის პრემიებით

Turing-ის ჯილდო, რომელიც ცნობილია, როგორც „ნობელის პრემია ინფორმატიკის სფეროში“, 2018 წელს მიენიჭა სამ მეცნიერს, რომლებმაც საფუძველი დაუდეს ხელოვნურ ინტელექტს. ესენი არიან: Yoshua Bengio, Geoffrey Hinton და Yann LeCun – მათ ჯილდოდ 1 მლნ დოლარი მიიღეს იმ სამუშაოსთვის, რაც გასწიეს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში. 90-2000-იან წლებში ამ სამეულის მიერ შემუშავებულმა მეთოდმა უზარმაზარი გარღვევა მოახდინა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კომპიუტერული ხედვა და საუბრის ამოცნობის ტექნოლოგია.

მათი საქმიანობა საფუძვლად უდევს ხელოვნური ინეტელექტის თანამედროვე ტექნოლოგიებს, დაწყებული თვითმართვადი ავტომობილებიდან – ავტომატიზირებული სამედიცინო დიაგნოსტიკით დამთავრებული.  

შეიძლება ითქვას, რომ სტატიის მკითხველთაგან უმეტესობას შეხება აქვს Bengio-ს, Hinton-ისა და LeCun-ის ალგორითმებთან – იქნება ეს სახის ამოცნობის სისტემა, რომელსაც თქვენი სმარტფონის განბლოკვისთვის იყენებთ, თუ ენობრივი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გეხმარებათ შეტყობინებებისა და ელექტრონული წერილების წერაში. 

ამ სამეულს უდიდესი ადგილი უჭირავს ხელოვნური ინტელექტის კვლევის ეკოსისტემაში. Hinton-ი მუშაობს Google-სა და ტორონტოს უნივერსიტეტში; Bengio მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი და კომპანია Element AI-ის დამფუძნებელია; LeCun – Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის უფროსი სპეციალისტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. 

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მთავარი სპეციალისტი Jeffrey Dean მეტად აფასებს მეცნიერთა სამეულის მიღწევებს: „ღრმა მანქანური სწავლება და ნეიროქსელი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამ პროგრესს საფუძვლად უდევს ფუნდამენტალური მეთოდები, რომლებიც შეიმუშავეს Turing-ის 2018 წლის ლაურეატებმა – Yoshua Bengio-მ, Geoffrey Hinton-მა და Yann LeCun-მა“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button