
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – აბა, კარგად დაფიქრდი
აბა კარგად დაფიქრდი,
როგორ არ გელხინება;
დღეს არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.
წინსვლის იმნაირია
სასიცოცხლო ანთება,
გუშინდელ დღეს სიზმრადაც
რომ არ მოელანდება.
იმ მერმისში მტკვრის პირად
წახვალ, შენ იქ გიცდიან –
იტყვი, რაც გიფიქრია,
იმღერ, რაც განგიცდია…