
ავტომანქანების მფლობელთა უმეტესობა მტკივნეულად განიცდის მანქანაზე ნაკაწრების გაჩენას. ახალი ლაქი, რომელიც სიმინდის ნედლეულზეა დამზადებული, მათ ამ პრობლემას მოუგვარებს.
ახალი ლაქი შექმნეს გერმანელმა მეცნიერებმა: ლაიბნიცის სახელობის ინსტიტუტისა და საარის უნვერსიტეტის მკვლევარებმა. ლაქის ფუძეს წარმოადგენს მოლეკულები – ციკლოდექსტრინები, რომლებიც სიმინდის ფქვილიდან მიიღება. მოლეკულების ბუნებიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების შედეგად ფორმირდება მოქნილი, ელასტიური პოლიმერული ბადე. გათბობის პროცესში ციკლოდექსტრინები ამოავსებენ თავისუფალ სივრცეებს – ამ შემთხვევაში, ნაკაწრებს.
აღდგენის თავდაპირველი პროცესი რამოდენიმე საათს გრძელდება. თუმცა ინგრედიენტების – ნანონაწილაკების დამატების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს ხსენებული პროცესის ხანგრძლივობა ერთ წუთამდე შეემცირებინათ 100 °С ტემპერატურაზე. ამჟამად მეცნიერთა ჯგუფი ეძებს შესაძლებლობებს – ახალი ტექნოლოგია სამრეწველო მასშტაბით დაინერგოს.




