
NVIDIA-მ წარადგინა 99-დოლარიანი კომპიუტერი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მწარმოებლებისთვის
კომპანია Nvidia-მ წარადგინა ბიუჯეტური კომპიუტერი Jetson Nano. კომპიუტერი, როგორც ხელოვნური ინტელექტის ბაზა – შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რობოტებსა და ხელოვნური ინტელექტის მქონე სხვა მოწყობილობებში. მისი ფასი მხოლოდ 99 დოლარს შეადგენს.
Jetson Nano – ეს არის გამომთვლელი დაფების ნაკრები, რომლითაც მოწყობილობას ეძლევა საშუალება – ამოიცნოს სახეები, ასევე მიენიჭოს სივრცეში ავტონომიური ნავიგაციის უნარი.
კომპიუტერი აღჭურვილია ოთხბირთვიანი ARM A57 პროცესორითა და 128 ბირთვიანი NVIDIA Maxwell ვიდეო ბარათით, აქვს 4 გიგაბაიტიანი LPDDR ტიპის ოპერატიული მეხსიერება. მოწყობილობა ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის შემუშავების პლატფორმათა უმეტესობასთან, რომელთა შორისაა TensorFlow, PyTorch, Caffe, Keras და MXNet. ხელმისაწვდომია სტანდარტული პორტები და ინტეფეისები, მაათ შორის: USB-A და B პორტი, gigabit Ethernet და microSD სლოტი.

Jetson Nano წინასწარი შეკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Nvidia-ს საიტზე. მკვლევარებისა და დეველოპერებისთვის მისი ფასი 99 დოლარია, კომპანიებისთვის კი იგი 129 დოლარი ეღირება.