ახალი ამბებიტექნოლოგია

ახალი დამცავი საფარი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს სუპერბაქტერიისგან იცავს

კოსმოსი ბაქტერიების გარეშე არსებული სტერილური ზონაა, მაგრამ კოსმოსური სადგურის შიგნით მიკრობები მაინც არსებობს. მკვლევარების ძალისხმევის მიუხედავად ასტრონავტებთან ერთად სადგურზე მაინც ხვდება ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც კოსმოსურ პირობებში განსაკუთრებით საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ასტრონავტებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ დახურულ სივრცეში მოხვდება გამძლე და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერია – საფრთხე ორმაგდება. საბედნიეროდ, ახალი ანტიბაქტერიული საფარი, რომელიც რამოდენიმე თვეა გამოიყენება კოსმოსურ სადგურზე, მეტად ეფექტური საშუალება აღმოჩნდა მიკრობების განადგურებისთვის.

დამცავ საფარს ეწოდება AGXX და იგი ვერცხლისა და რუთენიუმისგან (რუთენიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 44. აღინიშნება სიმბოლოთი Ru (ლათ. Ruthenium). მარტივი ნივთიერება რუთენიუმი (CAS-ნომერი: 7440-18-8) — გარდამავალი მოვერცხლისფრო ფერის ლითონი. მიეკუთვნება პლატინის ჯგუფის ლითონებს). ეს კომპონენტები აქტიურად მონაწილეობენ ბაქტერიებისა და საფუარა სოკოების განადგურებაში – ეფექტურობა დამტკიცებულია ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად.

მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ AGXX საფარში შემავალი ნივთიერებების გავლენით ბაქტერიების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. უდიდესი სხვაობა დაფიქსირდა საფარის დაყენებიდან 6, 12 და 19 თვის შემდეგ. სამწუხაროდ, საფარის ეფექტურობა დროთა განმავლობაში მცირდება, რადგან იგი სხვადასხვა ნარჩენითა და მტვრით იფარება.

ზედაპირის სისუფთავის შეფასებამ აჩვენა, რომ ამ დროისთვის სადგურზე არანაირი საშიში მიკრობი აღარ არსებობს და ეს შედეგი იმედისმომცემია. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ეს მასალა გამოუსადეგარი იქნება მარსისკენ ფრენისას – მათ მოუწევთ გამოიგონონ უფრო მძლავრი მეთოდები ბაქტერიებთან საბრძოლველად, სულ მცირე – მოუწევთ იმუშავონ დამცავის ხანგრძლივად მოქმედ ვადაზე.

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. ესენი იყო ჩხირისებრი ენტერობაქტერიები (Enterobacter).

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close