ახალი ამბებიტექნოლოგია

გავრცელდა გამარტივებული Google Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის ტექნიკური მახასიათებლები

უკვე ცნობილია, რომ კალიფორნიული კომპანია Google დააანონსებს მესამე თაობის ბიუჯეტურ Pixel სმარტფონებს. უკანასკნელი ინფორმაციით, სტანდარტული მოდელის სახელი იქნება Google Pixel 3a, უფროსი ვერსიისა კი – Pixel 3a XL.

ორივე სმარტფონს ექნება Full HD+ OLED ეკრანი გვერდების შეფარდებით – 18.5:9. Pixel 3a მოდელის ეკრანის დიაგონალი 5,6 დუიმი იქნება, XL ვერსიისა – 6 დუიმი. აგრეთვე, მომავალ სმარტფონებს ექნება Active Edge-ის მხარდაჭერა და ორი ოდინარული კამერა. ფრონტალური კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელს შეადგენს, ძირითადი კამერა კი აგებული იქნება 12-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორზე. ამჟამად არსებული ინფორმაციით, სმარტფონებზე იგივე სენსორები იქნება წარმოდგენილი, რაც ფლაგმანურ Pixel 3-ს აქვს.

Google Pixel 3a მოდელს ექნება Qualcomm Snapdragon 670 პროცესორი და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 გიგაბაიტს. Pixel 3a XL სმარტფონსაც ასეთივე მოცულობის მეხსიერება ექნება, თუმცა Snapdragon 670 ჩიპის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ცალკრისტალიანი სისტემით – Snapdragon 710.

ცნობილია, რომ სმარტფონებს ექნება 2915 და 3000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეები (კონფიგურაციის შესაბამისად), აგრეთვე 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა USB Type-C პორტით. უსადენო დატენვაზე ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი. მოსალოდნელია, რომ Google Pixel 3a-სა და 3a XL-ი მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. სმარტფონების ფასი დაახლოებით 500-600 დოლარს შეადგენს.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close