პოეზია

მარი ბაიდოშვილი -გთხოვ არ მიმატოვო ამ მძიმე მომენტში

გთხოვ არ მიმატოვო ამ მძიმე მომენტში,
მე თვითონ მაშინებს ჩემივე სიშლეგე,
უძღები შვილივით კვლავ შენთან მოვედი…
ღმერთო მაპატიე და ისევ მიშველე.

ამ საბედისწერო გზების გასაყარზე,
ცახცახით მომდგარი კვლავ ვირჩევ არადანს.
იქნებ ეს სიგიჟე საღ აზრად გასაღდეს,
რომ მევე ჩავუდგე ჩემს ცოდვებს გარანტად.

და მსგავსად ნადირის – ხაფანში გაბმისას,
რომ არ გადავიღრღნა მაჯები ჩემითვე,
თუ ამგვარ სიშმაგის მოთოკვა გაჭირდა,
შენ ყოვლისმომცველო უფალო .. – შემინდე.

შემინდე მაშინაც – თუკი არ ვიწამე
ჩემივე თავის და ჩემივე სიმართლის,
რომ საგზლად შემომრჩეს ცალ პეშვში მიწა მე,
როს წავალ საძებრად გვირაბში სინათლის…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button