
ბიოგრაფია
ზაზა ფირალიშვილი – Zaza Piralishvili
ზაზა ფირალიშვილი დაიბადა 1957 წლის 20 იანვარს თბილისში; ფილოსოფოსი; ფილოსოფიის დოქტორი; თბილისის ივანე ავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობს რელიგიისა და ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიათმცოდნეობის საკითხებზე; არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომისა და ფილოსოფიური ესსეს ავტორი; სხვადასხვა დროს მიწვეული მეცნიერის რანგში უმუშავია აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებში.