სიმღერის ტექსტები

აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა(უცნობი ავტორი)

სიმღერებით დავატარებ ქვეყანაზე,
საქართველოს სიკეთეს და სითბოს,
სადაცა ვარ ვმღერი მუდამ ქართულ ხმაზე,
სიზმარშიაც შენთანა ვარ თითქოს.

შორს ვარ შენგან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს,
იავნანა არაგვის და მტკვარის,
..ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა X2

ცრემლიანი კახურ ღვინით ამივსია,
ძმა-ბიჭებთან ალავერდის თასი,
საქართველოს გაუმარჯოს მუდამზიანს,
ყველას ვინც კი იცის მისი ფასი.

შორს ვარ შენგან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს,
იავნანა არაგვის და მტკვარის,
..ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველo ჩვენც გვაქვს პატარა X2

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button