სიმღერის ტექსტები
ᲛᲒᲖᲐᲕᲠᲣᲚᲘ
აღარც მაისი მახარებს,
აღარც ბულბულის გალობა,
როგორც შენ დამწვი შავთვალავ,
დაიწვას შენი ქალობა.
ყველა ჩიტის ენა მესმის,
ყველა ვიცი ვინ რას მღერის,
შაშვის მესმის, მაგრამ ქალებს
ვერ გავუგე ვერაფერი.
შენს ფანჯრებთან, შენს ლოდინში
ბევრჯერ დამიღამებია,
ჩემი გული შენ მოგიკლავს
სხვისი გაგიხარებია.