სიზმრის ახსნა – ბაბუაწვერა, ბაგირი, ბადე …
ბაბუაწვერა – მწვანე ბალახში მოყვავილე ბაბუაწვერა ბედნიერ კავშირსა და კარგ მდგომარეობას გპირდებათ
ბაგირი – სიზმარში ბაგირის ნახვის შემდეგ გელით საქმეების გართულება და გაურკვევლობა სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ სიზმარში ცოცდებით ბაგირზე, ცხადში გაუმკლავდებით მტრებს, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ აწყობდნენ გეგმებს. თუ თქვენ ეშვებით ბაგირიდან, გელით იმედგაცრუება ცხოვრების ყველაზე ნათელ წუთებში.
თუ გესიზმრებათ, რომ თოკით ხართ გაკოჭილი, გონიერების საწინააღმდეგოდ, გახდებით სიყვარულის მონა. თუ თავს დააღწევთ ხლართებს–შეძლებთ წინ აღუდგეთ შუღლსა და მეტოქეობას. სიზმარში თუ შეკარით თოკი ან დააბით ცხენი–გეყოფათ ძალა, რომ ადამიანები დაუმორჩილოთ თქვენს სურვილს.
ბაგირზე გავლა–სარისკო მონაწილეობა თქვენს მომავალ გარიგებაში, სადაც, თქვენდა გასაკვირად, გაგიმართლებთ. თუ ხედავთ, სხვები როგორ გადიან ბაგირზე–მიიღებთ სარგებელს სხვების წარმატებული გარიგებიდან. ბაგირზე გადახტომა ნიშნავს, რომ თქვენ აშინებთ ახლობლებს თქვენი გიჟური გამოხტომებით, რომლებიც ახლოა სენსაციურთან.
თუ დაგესიზმრათ, რომ გადაახტით ბაგირს ბავშვებთან ერთად, მაჩვენებელია თქვენი ეგოისტური და მბრძანებლური ნატურისა, რომელიც ხელს გიშლით დაინახოთ და გაიგოთ, რომ ბავშვები არცთუ ისეთი ვალდებულები არიან ასეთი არაადამიანური მშობლებისადმი. ფეხი წამოსდო ბაგირს, ნიშნავს, რომ თქვენ კარგ პირობებში იქნებით დიდსულოვანი და რბილი ადმინისტრატორი.
სიზმარი, რომელშიც გოგონა სახლის ფანჯრიდან უშვებს თოკს დაბლა, მიანიშნებს არცთუ ისე საკადრის სიამოვნებაზე.
ბადე – თუ თქვენ ბადეში მოხვდით, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენზე ცუდი გავლენა მოახდინოს. თუ ასეთი სიზმარი გოგონას ესიზმრება, იგი მარტოობით დაიტანჯება, რადგანაც თავის ახლობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა მოუწევს. თუ იგი მოახერხებს ბადისაგან გათავისუფლებას, მის შესახებ ჭორები გავრცელდება.
დაგებული ბადე მოასწავებს გარშემომყოფთა მიმართ თქვენ დიდგულოვან დამოკიდებულებას. ძველი და დახეული ბადე თქვენ ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებს.
ბავშვები – მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა.
სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა.
მტირალა ბავშცი–ჯანმრთელობის გაუარესებაა. მხიარული ჯანმრთელი ბავშვი–მყარი სიყვარულისა და მეგობრების ნიშანია. თუ ბავშვი მარტო სეირნობს–ეს გარშემომყოფთაგან თქვენი დამოკიდებულების მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ბავშვს უვლის, ცხადში ის ადამიანი მოატყუებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში აიყვანეთ თქვენი ავადმყოფი ბავშვი და მას სიცხე აქვს, დიდი სევდა და ნერვიულობა გელით.
ბავშვის კვება – თუ ქალი სიზმარში ხედავს, რომ ძუძუთი კვებავს თავის შვილს, ცხადში სასიამოვნო საქმიანობას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ბავშვს ეფერება–ის მალე პატივსაცემი ადამიანი გახდება. კაცი თუ ხედავს, რომ მისი ცოლი კვებავს ბავშვს, ეს ჰპირდება მას სიწყნარესა და ჰარმონიას სახლში
ბაზარი – თუ ქალს ესიზმრება, რომ ბაზარში დადის, ეს მის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს მოასწავებს; მაგრამ თუ ბაზარი ცარიელია–რომელიღაც სიტუაცია მისგან დიდ სულიერ დაძაბულობას მოითხოვს. მამაკაცისათვის ბაზარი იმის ნიშანია, რომ საქმეში მან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს
ბაზრობა – ხალხმრავალი, ხმაურიანი ბაზრობა მომგებიან სქმიანობასა და კარგ მეგობრებს მოასწავებს
ბალახი – ეს ჭეშმარიტად კარგი სიზმარია, რომელიც გპირდებათ ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას; თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი, მაშინ თქვენთან მოვა სახელი, თუ შეყვარებული–გელით ბედნიერი ცურვა სიყვარულის ზღვაში. სიზმარი, რომელშიც დადიხართ მწვანე მდელოზე, ნიშნავს ფართო გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ თუ გზაში შეგხვდათ ნაკვეთები გამხმარი ბალახით, ეს გიქადით ავადმყოფობას და საქმეში გართულებებს
ბალეტი – სიზმარი ბალეტზე მაუწყებელია ცოლ–ქმრული ღალატისა და ჩხუბისა, შეყვარებულთა დაცილებისა, ასევე, ბიზნესში წარუმატებლობისა
ბალზამირება – თუ სიზმარში უყურებთ ბალზამირებას, ელოდეთ თქვენი მდგომარეობის გაუარესებას, სიღარიბესა და მარტოობას. ასეთი სიზმრის შემდეგ ადამიანს მართებს მთელი ნებისყოფის გამოვლენა სიმტკიცის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ უყურებთ თქვენს ბალზამირებას, მაშინ გააკეთებთ მეგობრის უიღბლო არჩევანს, რის შედეგადაც აღმოჩნდებით საზოგადოების უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე იყავით
ბალთა – ბალთა სიზმარში უამრავი სასიამოვნო მოწვევის მაუწყებელია, მაგრამ იცოდეთ, რომ გამოიჩინეთ სიმტკიცე და ამის გამო დაწყებული საქმეები არ მიატოვოთ.
ბალი, მეჯლისი– ეს სიზმარი კარგია იმ შემთხვევაში, თუ ტკბებით კარგ მუსიკაზე მოცეკვავე ლამაზი ადამიანების ცქერით: მაგრამ თუ მეჯლისზე მოწყენილი ხართ და განიცდით სხვების უყურადღებობას, ელოდეთ ოჯახის ერთ–ერთი წევრის სიკვდილს.
ბალიში – ბალიში დასვენებაზე და სიამოვნებაზე მიგანიშნებთ. თუ გოგონა ბალიშს კერავს, ცხოვრებაში მას ბედნიერი ქორწინება ელის. აბრეშუმის ბალიში ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ფულის გადახდა სხვა ადამიანებს მოუწევთ.
ლამაზი, მოქარგული ბალიში–წარმატების ნიშანია. პატარა ბალიში თქვენი კარიერისა და წარმატების შეფერხებას მოასწავებს. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს სულიერი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას.
ბამბა (ბამბის ნათესები) – ბამბის მწვანე ნათესები გიწინასწარმეტყველებენ, რომ თქვენთვის მოგზაურობების დრო დგება. ასაღებად მომზადებული ბამბის მოსავალი ვაჭარს სარფიან გარიგებას, გლეხს კი მდიდარ მოსავალს უქადის. ბამბის ფუთები–უზრუნველყოფილი მომავლის სიმბოლოა.
ბანაკი – თუ გესიზმრებათ, რომ ღამეს ათევთ სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ–ელოდეთ ცვლილებებს საქმეებში, მაგრამ ემზადეთ ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობისათვის. სიზმარში ბანაკის ნახვა უსიამოვნებებია: მეგობრები შემოგეფანტებიან, ხოლო თქვენი პერსპექტივები საკმაოდ უსუსურნი აღმოჩნდებიან. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს თავის თავს ბანაკში–მისი შეყვარებული მალე დაუნიშნავს ქორწილის დღეს და იქნება კარგი ქმარი. თუ ეს სამხედრო ბანაკია, მაშინ ის გათხოვდება პირველსავე მისაღებ წინადადებაზე. გათხოვილი ქალისათვის სამხედრო ბანაკში ყოფნა ნიშნავს იმის საშიშროებას, რომ მან შეიძლება ჩირქი მოსცხოს ქმრის პატიოსნებას, რაც მიიყვანს განქორწინების პროცესამდე.
ბანანები – ბანანების დასიზმრება მოასწავებს უსიამოვნო ადამიანთან გარდაუვალ შეხვედრას. თუ სიზმარში ჭამთ ბანანს–ცხადში რისკავთ ახალი საქმის დაწყებას და იღებთ ახალ ვალდებულებებს. დამპალი ბანანი მოასწავებს სახლაფორთო საქმეს. თუ ჰყიდით ბანანებს, მაშინ თქვენ დაკავდებით ტყუილ–უბრალო საქმით, რომელიც ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ.
ბანაობა, ცურვა – თუ წყნარ წყალში ბანაობთ–ბედნიერი იქნებით. თუ ცურავთ ცუდი გემით, თქვენი გეგმები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამებიან. ზღვაზე მოგზაურობა მემკვიდრეობის მიღებას ნიშნავს. უბედური შემთხვევა ზღვაზე–უსინდისო ადამიანთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც შეეცდება თავისი მიზნებისათვის თქვენს გამოყენებას.
თუ ცურვა სიამოვნებას განიჭებთ–სიხარული გელით; თუ მოულოდნელად იძირებით–დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგეუფლებათ; თუ გოგონას დაესიზმრა, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცურავს, იგი ვიღაცას შეუყვარდება. წყალქვეშ ცურვა–უსიამოვნებებია.
ბანი, ბასი – საქმიანი კაცისათვის, რომელიც სიზმარში ბანს მღერის, გაფრთხილებაა: იმ ადამიანის გამო, ვისაც ის ენდობა, მის საქმიანობაში უწესრიგობაა. ლამაზი ბასით სიმღერა მოასწავებს საყვარელ ადამიანთან განშორებას.
ბანკეტი – ბანკეტის დასიზმრება კარგია. მეგობრები შეეცდებიან გასიამოვნონ. მხიარულ, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან ყოფნა, რომლებიც ჭამენ ძვირფასი ჭურჭლიდან და სვამენ ძვირფას ღვინოს, მაუწყებელია დიდი წარმატებისა ნებისმიერ წამოწყებაში და მეგობართა წრეში ბედნიერებისა; მაგრამ არამეგობრული სტუმრების ნახვა ცარიელ მაგიდის ირგვლივ ნიშანია დიდი გაუგებრობისა, გაყრისა და იმედგაცრუებისა.