ხელოვნება

ვერა წიგნაძე

ქართველი ბალერინა ვერა ვარლამის ასული წიგნაძე დაიბადა 1924 წლის 24 სექტემბერს, ბაქოში.

1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1943-1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვ. ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე. იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა კეთილი ფერია (გ. კილაძის “სინათლე”; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის “გორდა”; სახელმწიფო პრემია, 1951), ნატაშა (. თორაძის “მშვიდობისათვის”), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის “ოტელო”), თამარი (ს. ცინცაძის “დემონი”).

წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოატატობა. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში: ჟიზელი (ადანის “ჟიზელი”), ლაურენსია (კრეინის “ლაურენსია”), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის “გედის ტბა”), ნიკია (მინკუსის “ბაიადერა”), ავრორა (ჩაიკოვსკის “მძინარე მზეთუნახავი”), ტაო-ხოა (გლიერის “წითელი ყაყაჩო”). წიგნაძე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთასორისო ფესტივალის ლაურეატია (1949).
საქართველოს სახალხო არტისტი (1955)

2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ქართული საბალეტო სკოლის კორიფეების ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button