ესე

საზოგადოება, სადაც ტოლერანტობა არ არის, უმწიფარია

ოცდამეერთე საუკუნე მრავალი ახალი გამოგონებებითა დ ინოვაციებით ხასიათდება, თუმცა პერიოდის მთავარი მიღწევა სულ სხვაა. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით, დღეს, ადამიანის, როგორც ინდივიდის, უფლებები და თავისუფლებები თავის ზენიტშია. ერთი ადამიანის სიცოცხლის ღირებულებაც კი განუსაზღვრელია. ამ პროცესების ფონზე მასობრივი შეუწყნარებლობის გამოჩენა ნებისმიერი ნიშნით, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმ საზოგადოების უმწიფარობაზე, რომელიც ამას უშვებს.

ამოსავალი წერტილი ტოლერანტობის მიღმა არის ის, რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია განსაჯოს მეორე. რამდენად სწრაფადაც არ უნდა განვითარდეს საზოგადოება, ის ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანთა გაერთიანებად დარჩება, რაც თავისთავად ნიშნავს ზიზღისა და შურის არსებობას და გამორიცხავს უნივერსალურ ტოლერანტობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ტოლერანტობისთვის ბრძოლა შეუძლებელია. ისეთი პრობლემები, როგორიცაა რასიზმი და სხვა მრავალი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში თითქმის ბოლომდე გადაიჭრა. მსოფლიო არა უბრალოდ ტოლერანტობისკენ, არამედ გაცილებით მეტისკენ მიისწრაფის, გლობალიზაციის სახით. ასეთ დროს, დისკრიმინაციაზე საუბარი უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, ქვეყნის პერსპექტივისათვის დამღუპველი რომ არ იყოს.

რასიზმისა და ტოლერანტობის გვერდიგვერდ ხსენება, წესით, არც უნდა იყოს საჭირო, რადგან განსხვავებული რასის ქონა სულაც არ არის შასაწყნარებელი დანაშაული. ამის მიუხედავად, საუკუნეებმა ეს ორი ტერმინი ერთმანეთს დაუკავშირა. თანამედროვე საზოგადოება ურთიერთპატივისცემასა და მეტწილად ერთმანეთის აზრისა და შეხედულებების პატივისცემაზეა დამყარებული. სიტყვა ტოლერანტიც სწორედ იმ ადამიანს აღწერს, რომელიც ამ ჩარჩოს არ სცილდება.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button