განხილვაზოგადი განათლება

იარალი – განხილვა

გმირული წარსულის მოგონებისა და ბედშავი აწმყოს შეცვლის სურვილი გრ. ორბელიანს შესანიშავად აქვს გადმოცემული ერთ-ერთ თავის საუკეთესო ლექსში “იარალის”, რომელიც ავტორმა ნოვგოროდში დაწერა. ეს ლექსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1832 წლის შეთქმულთა შორის.

“იარალის” მიძღვნილია პოეტის პეტერბურგელი ნაცნობის, იარალი შანშიაშვილისადმი, რომელიც რუსეთში გადასხლებულ ქართველ ბატონიშვილს ახლდა.

გრიგოლი ლექსში მიმართვას თავის პეტერბურგელ ნაცნობს და ნატრობს, მასთან ერთად სამშობლოში ყოფნას, “ველსა მწვანეს” და “გაცხელებულთა ღვინისგან შუბლთა კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს..”.

პოეტის წინაშე იშლება გმირული ხანა ჩვენი წარსულისა, იმ პერიოდის , რომლის უშუალო მოწმე იყო იარალი შანშიაშვილი. ისმენდა მისგან თუ როგორი აღტაცებით იბრძოდნენ ჭაბუკნი. პოეტი შენატრის მათ ვინც სიცოცხლე სამშობლოსათვის გაწირეს. შენატრის იმ დროს, როცა ბრძოლას და მამაცობას დიდება მოჰქონდა და ქართველთ სისხლში გამჯდარი იყო. გრიგოლი იხსენებს წარსულ, დიდებულ დროს, რომელიც წუთისოფელმა გააუფერულა და უკან ჩამოიტოვა.

უეცრად კი, მომდევნო სტროფებს რიტმულობა და ხმაურიანობა ემატება. პოეტი თვალსაჩინეოდ აღწერს სცენას, რომელსაც მეფე ერეკლე ყოველთვის სიამით უმზერდა :

ცხენთა გრიალი,
შუბთა ტრიალი,
ჯირითთ სრიალი,
ყურთ მაჯთ ბრიალი,
ცხენით ქვე ხტომა,
კვალად შეხტომა,
უზანგთა ცემა
და ხმალთ კრიალი!..

შემდეგ სტროფებში გრ. ორბელიანი ნატრობს გმირს, რომელიც საქართველოს განთავისუფლებას შეძლებს რუსეთისგან. მაგრამ “ამაო როტვად” მიაჩნია, ისეთი გმირის გამოჩენა რომელიც მოახერხებს “ვეშაპის” ძირს დაცემას.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button