განხილვა

ზვიადაურის დახასიათება

ვაჟა-ფშაველას პოემის სტუმარ-მასპინძელი მოგვითხრობს ფშაველი ზვიადაურისა და ქისტი ჯოყოლას ურთიერთობის შესახებ. ზვიადაური ქისტებსა და ფშაველებს შორის ძალიან განთქმულია. მაშინ, როდესაც ფშაველთათვის ის „ცის ჩამოსული სვეტი და ხევსურეთის ფარ-ხმალია“, ქისტებს მისი სახელი თავ-ზარს სცემს და იშვიათად თუ გაუბედავდა ვინმე მას შებრძოლებას.

ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.

ჯოყოლასა და ზვიადაურის ისტორია ნადირობის შემდეგ ვითარდება, რაც თავისთავად ახალი ამბის დაწყების სიმბოლოა. ზვიადაური არ შეუშინდა ქისტეთში წასვლას და ჯოყოლას დაპატიჟებას დათანხმდა, თუმცა იქ ქისტებმა ის მუხანათურათ შეიპყრეს და თავიანთი მკვდრისთვის შეწირვა განიზრახეს. აქ კიდევ ერთხელ ჩანს თუ რამდენად უტეხია ზვიადაური. მან არ დაუშვა უცხო ტომელისთვის შეწირვა და ბრძოლას ჩააკვდა ქისტებს ხელში.

სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, –
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.

შესაძლოა ქისტებმა მოახერხეს დიდი ხნის განმავლობაში მათ მარბეველ ვაჟკაცზე შურის ძიება და მისთვის ყელის გამოჭრა, მაგრამ მაინც გაწბილებულნი დარჩნენ რადგან ის შინაგანად ვერ გატეხეს და ვერ დაიმონეს.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button