ლიტერატურა

ზმნისწინთა მართლწერა

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ღნიშნე; განაგრძე; ათავისუფლებს; ახორციელებს; აზოგადებსრას ნიშნავს ზმნისწინიზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამორატომ ვუშვებთ შეცდომებს?თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.რა უნდა გვახსოვდესზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)გან  გან – ვ – ათავისუფლეწარ  წარ – ა – დგენსაღ აღ – ვ – ნიშნე

  • არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ახორციელებს, ადგენს, ზრდის, ათავისუფლებს…ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!

შეცდომები რომ არ დავუშვათზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.სწორია:

  • ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდაასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდაასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდააღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნეგანვაგრძეახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდააზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელიათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა

დააკვირდით:სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში  –  ათავისუფლებს)გამონაკლისი:ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)ყველა დანარჩენი აღ   ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button