კოსმოსიმეცნიერება

კოსმოსის გავლენა ასტრონავტებზე: როგორ მოქმედებს უწონობის მდგომარეობა ჯანმრთელობაზე

კოსმოსურ მოგზაურობამდე და მას შემდეგ გადაღებულმა ასტრონავტების ტვინების სკანირებამ აჩვენა თეთრი ნივთიერების ცვლილება იმ სფეროებში, რომლებითაც კონტროლდება მოძრაობა და მუშავდება სენსორული ინფორმაცია. მდგომარეობის გაუარესება დაბერების თანამდევი პროცესის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეიძლება აიხსნას, ზოგიერთ ასტრონავტს რატომ აქვს დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კოორდინაციის პრობლემები – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი რეიჩელ სეიდლერი.

საინტერესო ის არის, რომ ტვინის ნივთიერების ცვლილება უფრო მეტად გამოხატულ იქნა იმ პირებში, ვისი კოსმოსური მისიებიც ხანმოკლე იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ ადამიანის ტვინს აქვს ადაპტირების უნარი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

კოსმოსური დაავადების სიმპტომები

კვლევის ფარგლებში შემოწმდა NASA-ს 15 ასტრონავტის დასკანერებული ორგანოები. სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ ცერებრალური სითხე გროვდებოდა თავის ტვინის ფუძეში კოსმოსური ფრენის შემდეგ. ასტრონავტების ტვინის ადგილმდებარეობა თავის ქალაში იყო სტრანდარტულზე შედარებით მაღლა მიკროგრავიტაციიდან გამოსვლის შემდეგ.

„ვიცით, რომ კოსმოსში ყოფნისას თავში სითხე ირევა“ – აცხადებს სეიდლერი. „როდესაც უყურებთ ასტრონავტების ფოტო-ვიდეოებს, მათი სახეები ხშირად შესიებულივით გამოიყურება, რადგანაც გრავიტაციას ვერ ჩაჰყავს სითხე სხეულის ქვედა ნაწილში“.

მისი სიტყვებით, იგივე გავლენა შეიძლება იყოს ცერებრული სითხის თავის ქალაში მოხვედრის შემთხვევაშიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ნეიროოკულარული სინდრომის გამოვლინებას, როდესაც მხედველობის ნერვი გადაიხრება და მხედველობა იცვლება.

თეთრი ნივთიერების ბალანსის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება დედამიწაზე დაბრუნებიდან რამოდენიმე კვირაში, თუმცა ტვინში გამოწვეული ცვლილებები გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება. სამომავლო კვლევებში სეიდლერი და მისი კოლეგები გეგმავენ შეაფასონ სკანირების შედეგები ექვსთვიანი კოსმოსური ფრენების შემდეგ, რათა იხილონ რამდენ ხანს ნარჩუნდება ცვლილებები და კონკრეტულად რა იწვევს მათ.

https://hi-news.ru/space/mozgi-kosmonavtov-tozhe-plavayut-v-nevesomosti.html

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button