ტრისტან ტცარა – დადას სიმღერა
თარგმნა დათო ბარბაქაძემ
I
ეს ჰანგია დადაისტის
ვინც ნამდვილი არის დადა
მოშლილ მოტორს ნუ იდარდებ
მოტორიც ხომ არის დადა
გრაფი მძიმე თვითმმართველი
ლიფტს მოჰყავდა უვნებელი
უსაშველო მოიგლიჯა
და გაგზავნა რომში ფრჩხილი
ამის გამო
ვაგლახ ლიფტი
გულით უკვე აღარაა დადა
საჭიროა მიწყივ წყალი
ტვინში გამოსავლებად
დადა
დადა
გაისტუმრე ვალები
II
ეს ჰანგია დადაისტის
არც ოპტი არც პესიმისტის
მოტოციკლისტ ქალს ჰყვარობდა
ქალს არც ოპტი არც პესიმისტს
ხოლო ქმარმა ეს რომანი
რომ შეიტყო ორი გვამი
ჩატო სამ დიდ ჩემოდანში
და გაგზავნა ვატიკანში
ხელს ნუ ახლებ
მოტოციკლისტ
ნურც ოპტი ნურც პესიმისტ ქალს
წყალი წრეებს საჭიროებს
ტვინი შენი საკვებია
დადა
დადა
გაისტუმრე ვალები
III
სიმღერა მოტიციკლისტის
და დადაისტის სულით
და იმად დადაისტის რომ
სულში დადაა დიდი
გველს ხელთათმანში რა უნდა
სარქველი მისცა გვემას
აქ რომის პაპი დატორა
ქერცლით მოსილმა ხელმა
მან დაწყევლა დადა გულით
დიდი იყო
მიხლა-მოხლა
ტვინი ამ ფეხს არ ეკუთვნის
ტვინი მხოლოდ წყალია
დადა
დადა
ხოლო წინდა ვიწროა