პოეზია

გალაკტიონ ტაბიძეპოეტი სხვა… ყველაფერი..

სიცოცხლის აჩრდილს
სული არ ერთვის,
სხვა გამოძახილს
ვისმენ ყოველთვის.

მხიბლავს ეთერი
და ვმღერი… ვმღერი…
სხვა ყველაფერი
ერთია ჩემთვის!

სასიყვარულოდ
გული აღარ თრთის,
აღარ მიწოდებს
ნეტარება მთის.

შავ დემონს მივე
ფრთა მოტივტივე
და ყოველივე
ერთია ჩემთვის.

ადრე წამერთვა
ალერსი ღმერთის,
სხვა ღმერთს არც ვეძებ,
არც სული ელტვის…

დღეს კი ვის ველი?
დღეა ნათელი,
თუ ღამე ბნელი –
ერთია ჩემთვის!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button