პოეზია

გალაკტიონ ტაბიძეპოეტი სხვადასხვა გული

ციკლიდან „ეპოქა“

ტფილისს მზეების დაეცა ტბორი,
გრიალებს თერგი, არაგვი, მტკვარი.
კავკასიის მთებს გავსცქერით ორი,
სხვადასხვა გული, სხვადასხვაგვარი.
ან თემურლანგის, ან ჯარის სხვისის,
ცეცხლად რომ იქცეს მზეთა ეს ალი,
დასწვას, აანთოს მთელი ტფილისი.
დასწვას. ცრემლს მაინც არ დაღვრის თვალი.
შრომა აღადგენს გააფთრებული,
რასაც დაანგრევს სიმძაფრე ავი.
შრომით ტფილისის გაკაჟდა გული, –
აი, რა არის თავი და თავი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button