ბიოგრაფია

პეტრე უმიკაშვილი

ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიტერატორი და პუბლიცისტი პეტრე უმიკაშვილი დაიბადა 1838 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში ― 10 იანვარი, 23 იანვარი, 1904, თბილისი), თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. საქართველოში დაბრუნებისთანავე უმიკაშვილი ცნობილი გახდა ლიტერატურული ნარკვევებით, თარგმანებით, პიესებით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებით, რომლის პირველი გამოცემა შედგა 1874 წელს. გარდა ამისა უმიკაშვილმა მოამზადა რამდენიმე გამოცემა სახალხო სიმღერებისა და მდიდარი ფოლკლორული კოლექციების. მისი “ხალხური სიტყვიერება”, სადაც პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული მასალის უმრავლესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად სახელმწიფო (მაშინ საბჭოთა) მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ.

გარდაიცვალა 1904 წლის 10 იანვარს (23 იანვარი,), თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის პეტრე უმიკაშვილის ქუჩა.

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button