
მსოფლიოს უგრძელესი სახელის მქონე ადგილი
ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ (მაორი. Taumatawhakatangihangakoauauotamateaturipukakapikimaungahoronukupokaiwhenuakitanatahu) ან ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეაპოკანუენუაკიტანატაჰუ — ბორცვი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ჰოკს-ბეის რეგიონში. სიმაღლე ზღვის დონიდან 305 მეტრს შეადგენს. მისი სახელწოდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხშირად შემოკლებულად წარმოითქმის როგორც ტაუმატა (მაორი. Taumata).
დასახელება „ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ“ ითარგმნება შემდეგ ნაირად : „მწვერვალი, სადაც ტამატეა, ადამიანი დიდი მუხლებით, მთებზე მცოცავი, მიწების მყლაპავი რომელმაც იმოგზაურა, უკრავდა თავის ფლეიტას თავისი შეყვარებულისთვის“. 85 სიმბოლოს გამოყენებით გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით ის მსოფლიოს უგრძელესი სახელის მქონე ადგილია.