ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ამერიკულმა მარეგულირებელმა ორგანომ ბანკებს Stablecoin-ების ემიტენტების რეზერვების შენახვის ნებართვა მისცა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში შემავალმა ფულადი მიმოქცევის მართვის მარეგულირებელმა ორგანომ (OCC) ეროვნულ ბანკებსა და ფედერალურ შემნახველ ასოციაციებს ნება დართო შეინახონ Stablecoin-ების ემიტენტების რეზერვები.

OCC-ის წერილში ნათქვამია, რომ ნებართვა ეხება მხოლოდ იმ Stablecoin-ებს, რომლებიც მიბმულია ერთ ფიატურ ვალუტაზე 1:1 შეფარდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საფულედან კრიპტოგრაფიული (პირადი) გასაღებები ინახებოდეს “იდენტიფიცირებული მესამე მხარის მიერ, რომელიც ტრანზაქციებსა და შენახვას ახორციელებს ანგარიშების მფლობელთა სახელით“. მარეგულირებლის თქმით, ეროვნულმა ბანკებმა დღეში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ, დაცულია თუ არა ყველა Stablecoin-ი რეზერვებით.

OCC-ში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბანკებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ლიკვიდურობის რისკები და უფლებრივი შესაბამისობები Stablecoin-ების ემიტენტებთან მუშაობისას, აგრეთვე უზრუნველყონ KYC / AML პროცედურებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ არსებული ფედერალური კანონების დაცვა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ აღნიშნა, რომ ციფრული აქტივები შეიძლება არ იყოს ფასიანი ქაღალდები, თუმცა ემიტენტებს გაყიდვების წინ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

Coinbase-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა და OCC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბანკები ყოველდღიურად არიან ჩართული Stablecoin-ებთან დაკავშირებულ მილიარდობით დოლარიან აქტივობებში.

„ეს გადაწყვეტილება ბანკებს მარეგულირებელ სიცხადეს ანიჭებს“ – თქვა მან.

შეგახსენებთ, ადრე OCC-მა ეროვნულ ბანკებს მომხმარებლების კრიპტოვალუტების შენახვის ნებართვა მისცა. ამის შემდეგ მსხვილმა მოთამაშეებმა – U.S. Bancorp-მა და PNC Financial Services Group-მა ინტერესი გამოხატეს ასეთი სერვისებისადმი.

2019 წლის აგვისტოში Coinbase-მა დაადასტურა ინსტიტუციონალურ სამეურვეო ბიზნეს Xapo-ს შეძენა. მაშინ Coinbase Custody-ს განკარგულებაში აღმოჩნდა 7 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები, რის შედეგად კომპანია გახდა ციფრული აქტივების უმსხვილესი ინტიტუციონალური მეურვე. გარიგება 55 მლნ აშშ დოლარად შეფასდა.

სხვა მსხვილ ამერიკულ კასტოდიალებს შორისაა Fidelity Digital Assets, BitGo და Bakkt.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button