ესე

მარიტა – პირმეტყველი სამოთხე (marita – pirmetyveli samotxe)

“მარიტა – თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა”, ამ სიტყვებით იწყებს გ.ლეონიძე მარიტას დახასიათებას. მარიტას შინაგანი და ფიზიკური სილამაზე აღემატებოდა ყველა სხვისას. მისი ქერა თმები და თეთრი პირისახე მაისის წვიმას და ბროწეულს აგონებდა ავტორს. გარმერთებული ჰყავდა მთელ სოფელს მარიტა. მაგრამ “მარიტას სულის მშვენება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს! გულში ია ამოსდიოდა!” ის კეთილი, წყნარი გოგონა იყო. დედით ობოლი, დიდედა ლელაურს და მამამის ჩაჩიკას აღეზარდათ და როგორც ახლად გაშლილი ვარდის კვირტს, ისე უვლიდნენ მარიტას. საღამოობით დიდედა ლელაური მარიტას თმას უწნავდა, და გოგონაც ჩუმად ნებივრობდა. “მარიტა შრომაშიც ფაქიზი იყო”, წერა-კითხვაში გაწაფული ახლა სხვასაც ასწავლიდა ანბანს, ხალიჩასაც ოსტატივით კერავდა ფერადი ძაფებით. კალოზეც სხვა ქალებივით, გულმოდგინედ კრეფდა ნარჩენებს.

მარიტა სიმბოლურად განასახიერებს ანგელოზს, რომელიც მისმა უმანკო სიყვარულმა  შეიწირა. ” გლეხის ოჯახში დაბადებული ანგელოზი. “პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა…

Source
https://toptemebi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button