განხილვალიტერატურა

იყიდება რეპრესირებული ჯინსები თორმეტ მანეთად…

1983 წლის 12 ნოემბერი.. ამ თარიღის გახსენება დღესაც შიშისა და ძრწოლის შეგრძნებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში. დღემდე დიდი კითხვის ნიშანია ქართველებისათვის “თვითმფრინავის ბიჭების” საქმე, რომელსაც უამრავი ლეგენდა და ნამდვილი ამბავი აკრავს გარშემო.

დათო ტურაშვილის რომანი “ჯინსების თაობა” ალბათ მხოლოდ იმიტომაც უკვე არის ქართული ლიტერატურისათვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ნამდვილ ამბავზეა აგებული. მეგობრობაზე, სიყვარულსა და რომანტიკული თავზეხელაღებულობის სისხლიან შედეგებზე.

Image result for გეგა კობახიძე

რომანი ისეა დაწერილი, გაგიჭირდება ზღვარის გავლება რეალურსა და გამონაგონს შორის. აი ის მომენტი გავიხსენოთ გეგა კობახიძე და თინიკო ფეტვიაშვილი კედელზე წარწერებს რომ უტოვებენ ერთმანეთს. ავტორი შესანიშნავად ახერხებს ისედაც მძიმე ამბის კიდევ უფრო დატვირთვას ემოციებით. ყველაფერი თინას და გეგას ქორწილის მეორე დღეს მოხდა, შვიდმა მეგობარმა საქორწინო მოგზაურობად გასაღებული ფრენა ბათუმის მიმართულებით ქართულ ტრაგედიად აქცია. ალბათ ისინი თავადაც ვერ წარმოიდგენდნენ რა საშინელება ელოდათ იმის გამო, რასაც დღეს ნებისმიერი სრულწლოვანი ქართველი უბრალო ID ბარათით ახერხებს. მათ თურქეთში უნდოდათ გაფრენა და საბჭოთა კავშირიდან გაქცევა.

“ჯინსების თაობაში” დაწვრილებით არის ამბავი აღწერილი, მოყვანილია ირაკლი ჩარკვიანის დაკითხვის ოქმიდან ამოღებული ნაწყვეტი რაც ახალგაზრდების რომანტიკულ ბუნებას კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, ახლა ვნანობ ამდენი შეხვედრებისას ერთხელ მაინც როგორ არ ვკითხე ეგ ტექსტი ნამდვილია თუ თავად გამოიგონეთ მეთქი მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამის საშუალება კიდევ მექნება.

Image result for გეგა კობახიძე

შვიდივე ბრალდებული ნაღები საზოგადოების შვილი იყო. გეგა, თინიკო, ძმები ივერიელები, სოსო წერეთელი, დათო მიქაბერიძე, გია ტაბიძე და მამა თეოდორე, რომელიც თვითმფრინავში არ იჯდა…
“ჯინსების თაობა” აუცილებლად დასაწერი წიგნია. იმიტომ არა, რომ რამე ახალი უნდა შევიტყოთ მისგან. ეს ამბავი ალბათ ბოლომდე ნათელი ვერასოდეს გახდება. უბრალოდ როდესაც იმ თბილისში ხარ გაზრდილი სადაც ეს ბიჭები ცხოვრობდნენ, სადაც ჯინსები თორმეტი მანეთი ღირდა და “ამერიკის ხმა” მხოლოდ პანტიანში იჭერდა. როცა ისინი შენი მეგობრები იყვნენ და ზუსტად იცი, რომ ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ ის, რასაც ეს ბიჭები შეეწირნენ შენთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდება ალბათ გული გაგისკდება რომ არ დაწერო.

ამ წიგნის გამოსვლიდან წლებია გასული და ახლა რომ ვწერ ბოღმა მახრჩობს იმდენად ძნელია ჩემთვის და ვხვდები, რომ დათო ტურაშვილის შემოქმედებაში ბევრად უფრო მეტი ლიტერატურული ღირებულების წიგნი რომც გაჩნდეს(რისი იმედიც მაქვს) ის მაინც “ჯინსების თაობის” ავტორი იქნება, რადგან ეს ამბავი ღია ჭრილობაა, რომელიც არასოდეს მოშუშდება. ბევრი მათ ტერორისტებად თვლის, ბევრი რომანტიკოს გმირებად, მაგრამ ფაქტია რომ “ჯინსების თაობამ” ეს ადამიანები სამუდამოდ შემოინახა და ახალ თაობას გააცნო.

დათო ევგენიძე იხსენებს, რომ გეგას ქორწილიდან წამოსულ მას და ირაკლი ჩარკვიანს დათოს სახლის კარებში წერილი დახვდათ
“ვიყავით. გეგა, თინიკო და კომპანია”
თურმე “ქემელის” იმ კოლოფში დათო ტურაშვილი რომ ყვება გეგამ ისროლაო სულ რვა ღერი სიგარეტი იდო. ოთხი ირაკლიმ აიღო, ოთხი დათო ევგენიძემ.

ამ ოთხ ღერს მოვწევ და გეგა გაქრებაო დათოს უთქვამს.
ალბათ რაღაც არის მაინც უფრო დიდი ვიდრე შემთხვევითობა და აქ არ ვაპირებ იმის გარჩევას ვინ იყვნენ “თვითმფრინავის ბიჭები” უბრალოდ დათო ტურაშვილის რომანი “ჯინსების თაობა” ნამდვილად ის წიგნია რომელიც თუ არ დაწერე შეიძლება გულიც გაგისკდეს……

18 ნოემბერს “თვითმ ფრინავის ბიჭების” ტრაგედიიდან 26 წელი სრულდება…

Source
https://literbloging.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button