ლიტერატურასაკითხავი

ხორხე ლუის ბორხესი – პარაცელსის ვარდი

– ჩვენ სამოთხეში არ ვართ, დაჟინებით გაიმეორა ჭაბუკმა, – აქ, მზისქვეშეთში ყველაფერი მოკვდავია.

პარაცელსი წამოდგა.

– მაშ, სადა ვართ ჩვენ? შენ რა გგონია, მამაზეციერი სხვა რამეს შექმნიდა, თუ არა სამოთხეს? გესმის თუ არა, რომ პირველყოფილი ცოდვა სწორედ იმის ვერგაგებაა, რომ სამოთხეში ვიმყოფებით?

…პარაცელსი მარტო დარჩა. მანამდე, სანამ სასანთლეს ჩააქრობდა და მყუდროდ მოკალათდებოდა საკარცხლულში, ღველფში გაქექა ნაცარი და ჩუმად წარსთქვა სიტყვა. და აღმოცენდა ვარდი”.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button