ისტორიასაკითხავისხვადასხვაცნობილი ადამიანები

ზიგმუნდ ფროიდი და კოკაინი

 დაახლოებით 130 წლის წინ კოკაინი ფარმაციის ისტორიაში ნამდვილ სასწაულად იქცა: ყველგან წააწყდებოდით თეთრი ფხვნილის რეკლამას, რიმელიც ირწმუნებოდა რომ ის ყველაფერს შველოდა: დეპრესიას, დისპეფსიას, სიპილისს და სხვა, კოკაინის აქტიურ პროპაგანდას კი ფსიქოანალიზის მამა – ფროიდი ეწოდა. კოკაინი მეტად ხელმისაწვდომი გახლდათ, ის მართლაც შვება იყო ტკივილისას, მაგრამ როდესაც მომხმარბელთა არმია საგრძნობლად გაიზარდა, ყველა მიხვდა, რომ კოკაინზე დამოკიდებული ადამიანები ნამკურნალებნი კი არა სამკურნალოები იყვნენ. სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, იმ პერიოდის ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები ამ პრეპარატს აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. სწორედ მათ შორის გახლდათ ნევროპათოლოგი ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ფხვნილის ყველაზე აქტიური დამცველი და მომხმარებელი იყო. ადამიანზე კოკაინის ზემოქმედების შესწავლა მან ჯერ კიდევ 1884 წელს დაიწყო და როგორც მისი ჩა ნაწერებიდან ვიგებთ მისი ყველაზე საყვარელი პაციენტი თავად გახლდათ. თავიდან ფროიდი ფხვნილს მორფინზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა. მისი მეგობარი, ცნობილი ფიზიოლოგი ერნსტ ფლეიშლ-მარკსოუ თვალსა და ხელს შუა დნებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ერნსტმა გვამის გაკვეთისას თითი დაიზიანა, რაც ძალიან გაურთულდა და აუტანელი ტკივილების გამო იძულებული გახდა მორფინი გაეკეთებინა, რის რის მერეც ამ საშინელ პრეპარატზე დამოკიდებული გახდა. მე-19 საუკუნეში ერთი ნარკოტიკული პრეპარატის მეორეთი შეცვლა სამედიცინო პრაქტიკაში მეტად გავრცელებული მეთოდი გახლდათ, ასე რომ საბრალო ერნსტი მორფინიდან კოკაინზე დამოკიდებულად იქცა და 7 წელიწადში, 45 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამის შემდეგ, წესით, ფროიდი უნდა დარწმუნებულიყო, რომ ფხვნილი სამკურნალო საშუალებად არ გამოდგებოდა, მაგრამ არა, ამის ნაცვლად ის მის ტყვეობაში მოექცა. 12 წლის განმავლობაში ის აქებდა და ადიდებდა კოკაინს, თვლიდა, რომ სწორედ ამ პრეპრატის საშუალებით გაეხსნა ტვინის დაბლოკილი ნაწილები და ამის შესახებ გაუთავებლად საუბრობდა, უფრო მეტიც, მან და მისმა კოლეგამ ვილჰელმ ფლეისმა ლამის საიქიოს გაისტუმრეს ემა ექშტეინი, რომელსაც გარდა იმისა, რომ წარუმატებელი ოპერაცია გაუკეთეს, მის შემდეგ კოკაინის “ცხენის დოზა” მისცეს. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ ის საოცრად დამოკიდებული გახდა კოკაინზე და ჩვეულებრივ ნარკომანად იქცა, საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ცაში დაფრინავდა. ვერც მეგობრის სიკვდილმა და ვერც ემას შემთხვევამ ვერ დაარწმუნა ფროიდი, რომ კოკაინი სამკურნალოდ არ გამოდგებოდა, არც იმას აღიარებდა, რომ თავადაც მასზე დამოკიდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ფროიდი ირწმუნებოდა, რომ კოკაინს თავი დაანება, ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ზემოქმედებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა. რომ არა მისი რეპუტაცია და სახელი, ალბათ ექიმის ლიცენზიას ჩამოართმევდნენ.

წყარო
salobalo.wordpress.com
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close