ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Brave-ის ხელმძღვანელი: NFT-ის აქვს scam-ის ნიშნები ისევე, როგორც ინტერნეტს ჰქონდა ადრეულ წლებში

NFT სივრცე სავსეა სხვადასხვა სისულელითა და თაღლითობით, რაც დამახასიათებელი იყო ინტერნეტისთვის მისი წარმოქმნის საწყისი ეტაპიდან გარკვეულ ტრანსფორმაციამდე პერიოდში. ამის შესახებ განაცხადა Brave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brendan Eich-მა TechRadar-თან ინტერვიუში. 

„ჩვენ ვიმყოფებით Web 3.0-ის ადრეულ ეტაპზე და არავინ იცის, ეს რას ნიშნავს. განსაკუთრებით NFT-ის შემთხვევაში. Web 1.0-ისა და Web 2.0-ის პირველ დღეებშიც ასევე იყო ბევრი არასერიოზული ვებ-გვერდი და თაღლითობა. ასე ხდება საზღვრისპირა ქალაქებში, სანამ ქუჩებს არ მოაასფალტებთ და განათებებს არ აანთებთ“, – განაცხადა მან. 

კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა კრიპტო საზოგადოებაში ტრაიბალიზმის არსებობა და ხაზი გაუსვა Brave-ის სურვილს – მოახდინოს დისტანცირება ჯგუფური იზოლაციის ასეთი კონცეფციისგან. Eich-ის თქმით, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ინდუსტრიას: 

„როდესაც ვსაუბრობთ კრიპტოკულტურაზე, არ არსებობს ერთიანი საზოგადოება. არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი თავიანთი პროექტის მიმართ და მიიჩნევენ მას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას. […] მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.” 

The Walt Disney Company-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ აიგერმა შეშფოთება გამოხატა სექტორში საავტორო უფლებების დარღვევის გამო. 

ადრე Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს NFT ბაზარზე ფიქტიური ვაჭრობის “მნიშვნელოვანი” მოცულობების არსებობისა და ფულის გათეთრების მიზნით უკანონო აქტივების შემოდინების შესახებ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button