წყალბადის ზეჟანგის “Hydrogen Peroxide”-ს სარგებელი და რისკები
პანდემიის პერიოდში, ზოგიერთი “პროფესორი” დაბნეულ და გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს სთავაზობდა წყალბადის ზეჟანგით “თავის დაცვას” კორონავირუსია წინააღმდეგ.ამ სტატიაში გაიგებთ წყალბადის ზეჟანგის სარგებლის და რისკების შესახებ.
წყალბადის ზეჟანგი პირველად ლუი ჟაკ ტენარდმა მიიღო 1818 წელს. ეს მოლეკულა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჟანგვის აგენტია.მსოფლიოში წარმოებული წყალბადის ზეჟანგის დაახლოებით 50% გამოიყენება ქაღალდის გასათეთრებლად.ასევე ის გამოიყენება გამწმენდი და მათეთრებელი საშუალებების მისაღებად.
წყალბადის ზეჟანგი იყიდება აფთიაქებში, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, ეს თითქმის ყველამ იცის.
წყალბადის ზეჟანგი, როგორც ანტისეპტიკური საშუალება: როგორ მუშაობს და სინამდვილეში ასეა თუ არა?
მისი ფორმულაა H₂O₂ – ჭრილობასთან შეხებისას უჯრედებისა და სისხლის ფერმენტები (კატალაზები) რეაგირებენ ზეჟანგთან და გადაქცევენ მას H₂O და O₂.სწორედ აქ იწყება ველური ქიმიური დერბი.
ჟანგბადს ნამდვილად არ მოსწონს საკუთარ თავთან მეგობრობა, ამიტომ, ნივთიერებებში მოლეკულური O – O ტიპის ბმები (წყალბადის ზეჟანგის ჯგუფი) არც თუ ისე სტაბილურია და შეიძლება გაიხლიჩოს.
შედარებით სტაბილური O₂ უმალვე არ წარმოიქმნება. თავდაპირველად, ყალიბდება რადიკალები, მაგრამ ცოცხლობენ ცოტა ხანს, რადგან ძალიან აქტიურები არიან: ისინი ძალიან სწრაფად რაღაცას შეეჯახებიან და ქმნიან ნაერთებს ან ახალ რადიკალებს.
შემდეგ ყველაფერი სწრაფად მშვიდდება და იქმნება წყალი (H₂O) და ჟანგბადი (O₂) მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რადიკალებს თავიანთ გზაზე სხვა მოლეკულები არ შეაფერხებენ.
წყალი უვნებელია, მაგრამ ატომარული ჟანგბადი (O⁰), რომელიც თავისთავად ასევე რადიკალია,(O⁰) – მესამე ალოტროპული ჟანგბადის ფორმა. ძლიერი მჟანგველი (O₂ და O₃-თან შედარებით ). ატომარული ჟანგბადი წარმოქმნება O₂ და O₃ მოლეკულების დაშლის დროს ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით.მათეთრებელ საშუალებებში ზუსტად, რომ ეს ატომარული ჟანგბადი ასრულებს მთავარ როლს – ის ანადგურებს ატომების ჯგუფებს შორის კავშირებს პასუხისმგებელს ფერზე (ქრომოფორული ჯგუფები).
რა ხდება ჭრილობაში, სადაც წყალბადის ზეჟანგი მოხვდა?
კატალაზას გავლით იწყება მასთან ჟანგბადის გამომუშავება.სითხე ფაქტიურად ბუშტებში გამოდის – ეს ყველას უნახავს. ეს ბუშტუკოვანი მასის რეაქცია ხელს უწყობს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედების გაცალკევებას (ჩამობანას) ჭრილობიდან. ხოლო ატომარული ჟანგბადი და თავისუფალი რადიკალები ანადგურებენ ბაქტერიების უჯრედის კედლებს.
წყალბადის ზეჟანგს ჭრილობების დასამუსავებლად იყენებდნენ 1920-იანი წლებიდან, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ბაქტერიულ უჯრედებთან ერთად ის აზიანებს სხეულის უჯრედებს და შეუძლია შეანელოს ჭრილობების შეკვრა.
განსაკუთრებით ეს გამოიკვეთება დიაბეტის და აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს შორის.ზეჟანგის ანტისეპტიკად გამოყენების სარგებელი/რისკის შესახებ ჭრილობების მკურნალობისას ექიმები კამათობენ უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
თუმცა, შეუცნობელ არს გზანი ადამიანებისა, რომლებიც არ ენდობიან ოფიციალურ მედიცინას -წყალბადის ზეჟანგს სვამენ, იკეთებენ, იკეთებენ ოყნებს. და ამას ხშირად სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებიც გვირჩევენ. კიბოსგან თავის დაღწევის მიზნით.
მოდით ავხსნათ წყალბადის ზეჟანგის მოქმედების მექანიზმი და რატომ არ მუშაობს კიბოს შემთხვევაში და თუ მუშაობს, მაშინ რა შემთხვევაში და რა პირობებში.საიდან ეზრდება კუდები ამ სამედიცინო მითებს?იყო ერთ-ერთი გერმანელი ბიოქიმიკოსი, ორჯერ ნობელის პრემიის ლაურეატი ოტო ვარბურგი, ვარბურგის თეორიის თანახმად: კიბო ვითარდება მჟავე, ჟანგბადით ღარიბ გარემოში.
ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც გაეცნო მის ნამუშევრებს, მაგრამ არ იფიქრა კრიტიკულად, არამედ უბრალოდ, რწმენით მიიღო ეს დასკვნა.რიგითი მომხმარებლისთვის წყალბადის ზეჟანგი იდეალურია “პრობლემის” გადასაჭრელად: ნივთიერება მედიცინაში დაახლოებით 100 წელია გამოიყენება. ადამიანებმა იციან, რომ შედეგად წარმოიქმნება უვნებელი წყალი და ჟანგბადი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოყენებული უნდა იყოს ქსოვილების გასამდიდრებლად.
თუ ბოლომდე არ/ვერ ვართ გარკვეული არც ქიმიაში და არც ფიზიოლოგიაში, მაშინ ყველაფერი ძალიან პერსპექტიულად მოჩანს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით.
ახლა მოგიყვებით თუ რატომ არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგთან და თავისუფალ ჟანგბადთან თამაში.
დავიწყოთ იქიდან, რომ ვარბურგი თავის იდეებამდე კიბოსა და ჟანგბადით ღარიბი გარემოს შესახებ მივიდა სხვა თეორეტიკოსის, ამერიკელი ექიმის უილიამ კოხის დახმარებით.
უილიამ კოხმა 1919 წელს წამოაყენა თეორია, რომ კიბო გამოწვეულია ტოქსინებით, რომლებიც გროვდება უჯრედებში ბაქტერიული ანთების ან დაზიანების შედეგად. მისი თქმით, ასეთი მავნე ტოქსინები, თეორიულად, ორგანიზმში ოქსიდაციური რეაქციებით უნდა განადგურდეს, ანუ ჟანგბადის გავლენის ქვეშ. და თუ არ არის საკმარისი ჟანგბადი, მაშინ ტოქსინები მხოლოდ დაგროვდება და ადრე თუ გვიან დაავადება მოვა.
უილიამ კოხმა ივარაუდა “კიბოს ანტიტოქსინის” არსებობა და უწოდა მას “გლიოქსილიდი” (O = C = C = O, იგივე რაც ეთილენდიონი). ეს ნივთიერება, კოხის აზრით, უნდა დაეხმაროს ჯანსაღ ორგანიზმს ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებაში, რომელიც უნდა დაჟანგდეს და გაანეიტრალოს “კიბოს ტოქსინები”.
მეცნიერებმა მრავალი ათწლეული გაატარეს მაგიური გლიოქსილიდის ძიებაში და ვერ იპოვეს, მრავალი წლის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ონკოლოგიაში საერთოდ არ არის დამნაშავე ბაქტერიული ტოქსინები, არამედ მუტაციებით გამოწვეული უჯრედების რთული მოლეკულური გადანაცვლებაა.
ახლა, თეორიიდან პრაქტიკაში გადავიდეთ:
გავიცნოთ კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება – მღვდელი რიჩარდ ვილჰელმი. სულიერი მამა, ამერიკაში მაიოს ჰოსპიტალში მოღვაწეობდა და მის მოვალეობაში ავადმყოფების სულიერი ზრუნვა შედიოდა. უშუალო მოვალეობის გარდა, მღვდელი ბევრს საუბრობდა ექიმებთან და იცოდა უახლესი კვლევების შესახებ. სწორედ ის გახდა იდეის პირველი მქადაგებელი, რომ წყალბადის ზეჟანგი არის – ციტატა: “ღვთის მიერ ბოძებული იმუნიტეტი…” – დარწმუნებული ვარ გეცნოთ ფრაზა.
1982 წელს მამაო რიჩარდთან აღსარებაზე მივიდა ფოსტალიონი ვალტერ გროცი, ის ართრიტს უჩიოდა, მღვდელმა კი მას მოუყვა ჟანგბადისა და პეროქსიდის მაგიური თვისებების შესახებ. რიჩარდის რჩევით ფოსტალიონი დღეში 7 ჭიქა წყალს სვამდა, რომელშიც რამდენიმე წვეთი 35%-იან წყალბადის ზეჟანგს ხსნიდა.
შედეგად, ფოსტალიონს ტკივილები გაუქრა. ის გახდა მამაო რიჩარდის მეგობარი და თანამოაზრე და დაიწყეს სასწაულებრივი განკურნების ქადაგება. მათ დაიწყეს ერთად მოგზაურობა, კითხულობდნენ ქადაგებებს…რიჩარდ და გროცი ეწეოდნენ ასთმის, ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, ფილტვის ემფიზემის, კიბოს, გაციების, ჰერპესი და ა.შ. მკურნალობის პროპაგანდას.
მათი ასეთი ძალისხმევის წყალობით, წყალბადის ზეჟანგი მტკიცედ შევიდა შეერთებული შტატების ალტერნატიულ მედიცინის ტერმინოლოგიაში და წარმატებით გადავრცელდა სხვა კონტინენტებზეც.
ახლა დავბრუნდეთ რეალურ მედიცინაში რა ხდებოდა:
დასაწყისისთვის, მეცნიერებმა საიმედოდ დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი დონე არა მხოლოდ არ იწვევს კიბოს, არამედ არც ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას. უფრო მეტიც, ზოგიერთი კიბო ბევრად უკეთ ვითარდება ჟანგბადით გაჯერებულ ქსოვილებში. უჯრედულ კულტურაშიც კი, კიბოს უჯრედების მრავალი სახეობა უკეთესად იზრდება ჟანგბადით მდიდარ გარემოში.
აბსოლიტურად ყველამ ვიცით, რომ ჟანგბადი ჩვენს ორგანიზმში სუნთქვის დროს ხვდება: ფილტვების ალვეოლები გაჟღენთილია ათასობით კაპილარებით, რომელთა მეშვეობითაც ჟანგბადი შედის სისხლში.
იქ მას უკავშირდება ჰემოგლობინის მოლეკულები სისხლის წითელ უჯრედებში, (O₂)-ის 4 მოლეკულა 1 ჰემოგლობინის მოლეკულაზე.არტერიული სისხლი მდიდარია ჟანგბადით, ფილტვებში ჰემოგლობინის მოლეკულების 98% კავშირშია ჟანგბადთან და ეს პროცენტი გამუდმებით მცირდება სანამ სისხლი ქსოვილებსა და ორგანოებს აწვდის (O₂)-ს.
შედეგად, მან გასცა ყველაფერი რაც გააჩნდა, ჰემოგლობინმა ამოწურა ჟანგბადის მარაგი და გული ვენების გავლით აბრუნებს ფილტვებში ახალი პორციებსთვის.
რა მოხდება, თუ წყალბადის ზეჟანგს შევიყვანთ ვენაში?
კატალაზას ფერმენტები მას გაყოფენ წყლად და თავისუფალ ჟანგბადად. თავისუფალი ჟანგბადი შეუერთდება დაცარიელებულ ჰემოგლობინს ერითროციტებში, სისხლი კი მას ფილტვებში გადაიტანს.
ფილტვებში ჰემოგლობინის ნაწილს უკვე ექნება შეკრული ჟანგბადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილტვებიდან სისხლში შევა ზუსტად იმდენი ჟანგბადი რაც საკმარისია ჰემოგლობინის მოლეკულების ნარჩენების გაჯერებისთვის.სისხლში (O₂)-თან კავშირში ჰემოგლობინის მოლეკულებს დასაშვები 98%-ზე მეტი შეთვისება არ შეუძლია.
სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენი წყალბადის ზეჟანგიც არ უნდა იქნას შეყვანილი ვენურ სისხლში, ფილტვებიდან ის მაინც 98%-ზე მეტს გატანას ვერ შეძლებს. და ის მაინც გაიტანს დასაშვებ 98%-ს, იმისდა მიუხედავად ზეჟანგი იქნება შეყვენილი თუ არა.
კიდევ ერთი რამ…რა მოხდება, თუ წყალბადის ზეჟანგს შევიყვანთ არტერიაში?
აქ ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესოა. კატალაზები ამუშავდება, (O₂) გამოიყოფა. და შემდეგ სად მიდის? ფილტვებიდან წამოსულმა სისხლმა უკვე რამდენიმე პროცენტი გასცა ახლომდებარე ქსოვილებს.სატრანსპორტო მოვალეობებისგან გათავისუფლებულმა ჰემოგლობინის მოლეკულებს შეუძლიათ მისი მცირე ნაწილთან შეკვრა და ტარება. რა უნდა გააკეთოს დანარჩენმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა?
ჟანგბადის რადიკალები დიფუზირდებიან პლაზმაში და გზად ისინი გაანადგურებენ ბიომოლეკულებში ყველა შესაძლო ნახშირბადის ბმას, ეს უკვე აღარ არის კარგი.
თუმცა, თავად პლაზმაში ჟანგბადის დაშლის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. კვლევებმა აჩვენა, რომ პეროქსიდის არტერიაში შეყვანიდან 30 წუთამდე ჟანგბადი შეიძლება იყოს სისხლძარღვებში ჰაერის ბუშტების სახით.
რას იწვევს სისხლში ჰაერის ბუშტების არსებობა?
ჰაერის ემბოლიას ან სისხლძარღვების ბლოკირებას, ყველაფერი დამოკიდებულია სისხლში ჟანგბადის გაჯერების საწყის დონეზე და ზეჟანგის კონცენტრაციაზე.
რა მოხდება, თუ დალევთ პეროქსიდის სუსტ ხსნარს?
პრინციპში, საერთოდ არც არაფერი.ხსნარის დაბალი კონცენტრაციისას თავისუფალი ჟანგბადი უახლოეს სისხლძარღვამდეც კი არ აღწევს.
თავისუფალი ჟანგბადი “ცოფიანი” მოლეკულაა, ერთი სული აქვს რამე მყისიერად დაჟანგოს, ფაქტიურად ჟანგავს ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება. შეხვდება ნახშირბადის მოლეკულებს შორის ნებისმიერი ქიმიური ბმა – ის უკვე იქ არის და ანაწევრებს მათ.
ანუ, აფთიაქში შეძენილი 3%-იანი H₂O₂-ის რამდენიმე წვეთის დამატება, ფაქტიურად, არაფერია და განსაკუთრებით სისხლის გაჯერებისთვის უშედეგოა!
თუ თქვენ დალევთ 1 ჭიქა (250მლ) 3% წყალბადის ზეჟანგს მაშინ შეიძლება სხვა პრობლემა დაგემართოთ. კუჭში, ფერმენტების მოქმედებით დაიწყება გაზების წარმოქმნა, მიღებულ სითხის რაოდენობაზე 10-ჯერ მეტი მოცულობის. ეს კი გამოიწვევს მინიმუმ ძლიერ ტკივილებს, ასევე სისხლდენას და ა.შ.
რა მოხდება, თუ უფრო ძლიერ ხსნარს დალევთ?
ჟანგბადის რადიკალების პირველი სამიზნე იქნება უახლოესი ეპითელური უჯრედები და მათი გარსები.შეიძლება ვიფიქროთ რომელი სულელი იფიქრებს წყალბადის ზეჟანგის ძლიერი ხსნარის დალევას? როგორც ჩანს, ასეთეები ბევრია თუ გადავხედავთ გამოქვეყნებულ ძალიან ბევრ სამედიცინო სტატიაა ამავე თემაზე.ამავე სტატიებში აღწერილია სუნთქვის გაჩერება, სისხლძარღვების ბლოკირება, შოკი, ერითროციტების განადგურება, ლორწოვანი გარსების დამწვრობა და ხშირი სიკვდილი.
კონცენტრირებული წყალბადის ზეჟანგი, სხვათა შორის, თავისთავად კარგად შესწავლილი კანცეროგენია.
საბოლოოდ რა გავიგეთ დღევანდელი სტატიიდან?
📌 საიდან ეზრდება მითებს კუდები იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგი კურნავს კიბოს. ან იცავს კორონავირუსისგან.
📌 რატომ არის აფთიაქში შეძენილი წყალში ნარევი ზეჟანგი სუსტი ხსნარი უსარგებლოა დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით.
📌 რატომ არის კონცენტრირებული პეროქსიდთან თამაში პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში?
არსებობს მთელი რიგი კვლევები, რომლებიც იხრებიან ზეჟანგის სამედიცინო თერაპიის სარგებელისკენ. ზოგი თეორიული, ზოგი პრაქტიკული. ზოგი ძლიერი მტკიცებულების ბაზით, ზოგი ძალიან ბუნდოვანი. მომავალში შეიძლება ამ თემებზეც საუბარი, გმადლობთ ყურადღებისთვის ❤️