სიზმრის ახსნაფაქტები

შესაძლებელია მომავლის ხილვა სიზმარში? აბრაამ ლინკოლნი,მარკ ტვენი და ჩარლზ დიკენსის უცნაური სიზმრები.

წინასწარმეტყველური სიზმრის ფენომენი უცხო ხილი არ არის – ცხოვრებაში ერთხელ მას ადამიანების დაახლოებით მესამედი გამოცდის ხოლმე. აბრაამ ლინკოლნი საკუთარი სიკვდილის სცენას ორი კვირით ადრე ხედავდა სიზმარში. მარკ ტვენს კუბოში მწოლიარე მისი ძმის გვამი დაესიზმრა რამდენიმე კვირით ადრე, რაც შემდეგ ახდა უბედური შემთხვევის (აფეთქება) გამო. ჩარლზ დიკენსი წითელში გამოწყობილ ქალს ხედავდა, რომელსაც მის ნეპირი ერქვა. მალე კი მართლაც ესტუმრა იგივე სახელის მქონე ქალბატონი, მას წითელი თავშალი ჰქონდა მოხურული. რით შეიძლება აიხსნას მსგავსი მოვლენები? შესაძლებელია მომავლის ხილვა სიზმარში? მკვლევარებისთვის ეს დიდი ხნის განმავლობაში გამოცანა იყო, მაგრამ გასაღებს მიაგნეს. გასული საუკუნის 50-იანებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ევგენი ასერინსკიმ გზა გაუკვალა ახალ დარგს, ძილის მეცნიერებას. ის აღვიძებდა პაციენტებს, მას შემდეგ რაც გარკვეულ პერიოდს დაჰყოფდნენ REM ფაზაში – ფაზა, როცა თვალის გუგები მოძრაობს და სუნთქვა/გულისცემა არარეგულარულია. ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა დაკვირვებამ საინტერესო რამეები გამოავლინა: თითქმის ყველა ხედავს ფერად სიზმარს. ზოგიერთი სიზმარი უცნაურია, თუმცა ძირითადად ადამიანს ყოველდღიური საქმიანობა ესიზმრება – ხელ-პირის დაბანა, სახლის დასუფთავება, გადასახადის ქვითრების შევსება. თუკი მძინარე ადამიანს შეაცოცდები, ან სახეზე მიანათებ, ან წყალს მიაპკურებ, ძალიან დიდი ალბათობით ეს სიზმრის შინაარსზეც აისახება. თუმცა ყველაზე საინტერესო დასკვნა ის იყო, რომ ადამიანი უფრო მეტ სიზმარს ხედავს, ვიდრე მას ჰგონია. ზრდასრულ ადამიანს ღამეში საშუალოდ 4-ჯერ ესიზმრება. ისინი დაახლოებით 90 წუთიანი შუალედით მიმდინარეობს და თითოეული შეიძლება 20 წუთამდეც გაგრძელდეს. სიზმრების უმრავლესობა გაღვიძებისთანავე გავიწყდებათ, რაც გიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ უსიზმრო ძილი გქონდათ. გამონაკლისია შემთხვევები, როცა სიზმრის მომენტში გეღვიძებათ. ამ დროს დედააზრი და ძირითადი მომენტები გახსოვთ. მაგრამ თუკი განსაკუთრებული სიზმარი არ იყო, ისიც მალე გავიწყდებათ.

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button