კინემატოგრაფიაფაქტები

უცნობი ფაქტები “უსახელო ნაბიჭვრებზე”

ტარანტინომ ფილმის სახელი აიღო 1978 წლის იტალიური ფილმის სათაურიდან.

კვენტინს თავდაპირველად სურდა, რომ ფილმის სახელი ყოფილიყო “ერთხელ ოკუპირებულ საფრანგეთში”.

ტარანტინომ უსახელო ნაბიჭვრების სცენარი დაწერა 1998 წელს, თუმცა მხოლოდ 2009 წელს გადაიღო ფილმი.

სამუელ ელ ჯექსონი არ ჩანს ფილმში, მაგრამ მოხსენიებულია ჰუგო შტიგლიცის ფლეშბექებში.

თავდაპირველად “ებრაელი დათვის, დონი დონოვითსის როლზე ადამ სენდლერი განიხილებოდა.

ტილ შვაიგერი, რომელიც ჰუგო შტიგლიცის როლს ასრულებს დაიბადა და გაიზარდა გერმანიაში. იგი ყველა როლზე ამბობდა უარს, სადაც ნაცისტური ფორმის ჩაცმა უწევდა. ამ როლს მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ ნაცისტების კლავს ფილმში.

ტარანტინო არ აპირებდა ფილმის გადაღებას, თუ ვერ იპოვიდა მსახიობს, რომელიც იდეალურად შასრულებდა ჰანს ლანდას როლს. თავიდან როლზე ლეონარდო დიკაპრიო განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ კრისტოფ ვოლცი დაამტკიცეს.

Calabash Meerschaum არის ჩიბუხი, რომელითაც ჰანს ლანდა ეწევა, რომლიდანაც, ასევე ეწეოდა შერლოკ ჰოლმსი.

კრისტოფ ვოლცი ფილმში საუბრობს 5 ენაზე:გერმანულად, ებრაულად, ფრანგულად, იტალიურად და ინგლისურად(აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტოფ ვოლცი ჩამოთვლილი ენებიდან ფლობს ინგლისურს, გერმანულსა და ფრანგულს).

ფილმის “ერის სიამაყე, ” რომელიც სულ 6 წუთით გრძელდება, რეჟისორი არის ელი როთი(ფილმში დონი დოვითსი, ებრაული დათვი).

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button