მითებისაქართველო

5 საოცარი ლეგენდა საქართველოს შესახებ – ის რაც უნდა იცოდეთ

1)ლეგენდა სურამის ციხიზე სურამის ციხეზე მოგვითხრობს დანიელ ჭონქაძე, მისი თქმით სურამის კედლები უძლეველია, ამის მიზეზი კი ისაა რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაყოლებული დედისერთა ვაჟი. ლეგენდის თანახმად ვინმე დედისერთა ზურაბის ჩაყოლების გარეშე ციხე ვერ აშენდებოდა. ამბობენ რომ იმ ადგილას სადაც ზურაბია ჩაყოლებული, წვეთ-წვეთად მოდის მისი დედის ცრემლები, ასევე ამბობენ რომ სავსე მთვარეობისას სურამის ციხეზე იხილავთ შავებში ჩაცმულ მგლოვიარე ქალს.

2. ლეგენდა საფარის მონასტერზე საფარაში ცხოვრობდა ორი ძმა, მათ გადაწყვიტეს საფარის მონასტერის აშენება. მათგან უფროსი ოსტატი იყო, უმცროსი კი შეგირდი. შეგირდი ქვებს თლიდა და თავიანთ ერთადერთ ხარს ”ინდუშას“ ატანდა ოსტატთან, ოსტატი კი მონასტერს აშენებდა. შენების დამთავრებამდე ერთი ქვაღა იყო დარჩენილი, ამ დროს ოსტატმა მოინდომა შეგირდის გამოცდა და უთხრა რომ ქვა აღარ იყო საჭირო, რადგან მშენებლობა უკვე დასრულებული ჰქონდა. შეგირდმა შეხედა მონასტერს და უთხრა ოსტატს რომ დასრულებამდე ერთი ქვა იყო დარჩენილი. შეშინდა ოსტატი რომ მისი ძმა ჭკუაში აჯობებდა და მასზე უკეთესი გამოვიდოდა, ამიტომ უთხრა რომ ბოლო ქვა მას დაედო სახურავზე, უმცროს ძმას გაუხარდა ავიდა კიბით სახურავზე და დადო ქვა, უკან რომ მოიხედა არც კიბე დახვდა და არც უფროსი ძმა. მონასტერის სახურავიდან ის პირდაპირ კლდეზე გადავარდა. ხარი ინდუშას გამოსახულება შეგხვდებათ ტაძრის შესასვლელთან, ერთ-ერთ ქვაზე.

3.სვანური ლეგენდა კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე სვანეთში არსებობს პატარა მთა, რომელსაც იმერული ჭურის ფორმა აქვს. ლეგენდის მიხედვით ამირანი სწორედ ამ მთაზე იყო მიჯაჭვული. კლდე ყოფილა ღვინის ჭური და თურმე მუდამ ღვინით იყო სავსე. მიჯაჭვული ამირანი სწორედ ამ კლდიდან გამოსული ღვინის წვეთებით საზრდოობდა.

4. ლეგენდა გიორგი მერვეზე არსებობს ლეგენდა, რომ კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს ჰქონდა თიხის გრძელი მილი, სატახტო ქალაქიდან ერთ-ერთ სოფლამდე. ამ მილში ნადიმების დროს მიედინებოდა ღვინო პირდაპირ სუფრაზე და სტუმრები ღვინოს მილიდან ისხამდნენ.

5. ლეგენდა საქართველოზე დედამიწის შექმნის შემდეგ ღმერთმა დაიწყო ქვეყნების განაწილება. ამ დროს ქართველები ღმერთის სადღეგრძელოს სვამდნენ და შეკრებაზე დააგვიანეს. როცა მივიდნენ ქვეყნები უკვე განაწილებული იყო, ქართველებმა ღმერთს დაგვიანების მიზეზი რომ უთხრეს ღმერთმა თავისთვის გადანახული პატარა ქვეყანა მათ მისცა. ეს ქვეყანა იყო საქართველო.

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button