კულინარია

ხაჭოს ტარტის უგემრიელესი რეცეპტი

* არაჟანი – 100 გ

* შაქარი – 150 გ

* ვანილი

* კვერცხი – 2

* ხაჭო – 500 გ

კრემი:

* კვერცხი – 1

* კარაქი – 100 გ

* შაქარი – 50 გ

* ფქვილი – 200 გ

* მოცვი (გაყინული ან ახალი) – 200 გ

მომზადების წესები

კარაქი და ფქვილი ხელით ავსრისოთ ან კომბაინში ავურიოთ ისე რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. დავამატოთ შაქარი, 1 კვერცხი (ან 60 მლ ცივი წყალი კვერცხის ნაცვლად). კარგად ავურიოთ. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ 22-24 სმ ტარტის ფორმაში და შევდოთ მაცივარში. მოვამზადოთ კრემი: ხაჭო ავთქვიფოთ შაქართან, არაჟანთან და კვერცხთან ერთად. დავამატოთ ვანილიც.  გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი და გავანაწილოთ  მასზე კრემი. ზემოდან მოვაყაროთ ხილი.  გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მოცვის ნაცვლად, შეგვიძლია სხვა ხილი გამოვიყენოთ: მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ.

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button