პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ფრანგს მისდევს ინგლისელი

რკინისგზები დახლართულა,
როგორც ობობათა ქსელი
და ფიქრებში გადართულა
ფრანგია თუ ინგლისელი.

გადალახა შორი მთები,
იქით კლდეა, აქ ველია.
სივრცით ჩვენი რკინისგზები
ევროპაში პირველია.

ბელადისას რომ ატარებს
უმაღლესს და დიად სახელს,
ორთქმავალთა ქარხნის არეს
შრომას სწევს დიდს და ხელდახელს.

მან გვიჩვენა უდიდესი
შრომის ნაყოფიერება,
სტახანოვურ მისვლის წესი,
შემოქმედის ძლიერება.

დახლართულა რკინისგზები,
როგორც ობობათა ქსელი,
ექსპრესს მისდევს ექსპრესები,
ფრანგსაც მისდევს ინგლისელი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button