ლიტერატურასაკითხავი

ხორხე ლუის ბორხესი – ლეგენდა

ერთმანეთს შეხვდნენ აბელი და კაენი – აბელის სიკვდილის შემდეგ. უდაბნოში დაეხეტებოდნენ და შორიდან მოჰკრეს ერთმანეთს თვალი, იმიტომ, რომ ორივენი მაღლები იყვნენ, შეისვენეს ძმებმა, ცეცხლი დაანთეს, ივახშმეს. ორივე დუმდა, როგორც მზის ჩასვლისას დუმან ხოლმე ძალიან დაღლილები. ცაზე აენთო რომელიღაც, ჯერ კიდევ უსახელო ვარსკვლავი. ცეცხლი აშუქებდა მათ და კაენმა უცებ აბელს შუბლზე ნაჭრილობევი შენიშნა. გაუვარდა პირთან მიტანილი ლუკმა და პატიება სთხოვა ძმას.

აბელმა თქვა:

– მაგრამ რომელმა რომელი მოკლა – მე მოგკალი თუ შენ? აღარ მახსოვს, ახლა მე და შენ ისევ ერთად ვართ.

– აი, ახლა კი ვირწმუნე, რომ ნამდვილად მაპატიე – თქვა კაენმა, იმიტომ რომ დავიწყება პატიებას ნიშნავს, მეც შევეცდები დავივიწყო.

ამაზე აბელმა უპასუხა სიტყვების დამარცვლით:

– კი, ეგრეა. მანამ სანამ ცოცხლობს სინდისი, ცოდვაც ცოცხალია.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button