კულინარიასასარგებლო

10 ყველაზე სასარგებლო უიღბლო საკვები რომელბიც ძალიან ბევრს არ უყვარს

1)ბროკოლი? იმდენად ბევრ ადამიანს არ უყვარს ბროკოლი, რომ მეცნიერული კვლევის ჩატარებაც არ იქნებოდა ურიგო, თუ რატომ გამოუცხადა ომი კაცობრიობამ ბროკოლის. არადა ის ისეთი აუცილებელი ვიტამინებითაა მდიდარი, როგორებიცაა B1, B2, B3, B6. ასევე შეიცავს დიდი ოდენობით რკინას და კალიუმს.

2)ხახვი? ბროკოლიზე არანაკლებად ერჩიან ხოლმე ხახვს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას წვნიანის ზედაპირზე მოტივტივეს შენიშნავენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა ბევრი კულტურის მსგავსად ხახვს ქართულ სამზარეულოშიც აქტიურად გამოიყენებენ და სხვადასხვა კვლევის თანახმად, ის ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კიბოს წარმოქმნის ალბათობას ამცირებს და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას უწყობს ხელს

3)ავოკადო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი საკმაოდ ძვირი ღირს და მთელ რიგ ქვეყნებში გახუხულ პურთან ერთად მისი მირთმევა მდიდრულ საუზმედაც კი ითვლება, ადამიანების არც ისე მცირე ჯგუფი ამას არად დაგიდევთ, რადგან ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება მოიხიბლო მისი უცნაური გემოვნური თვისებებით. ავოკადოს მოყვარულების სასარგებლოდ კი უნდა ითქვას, რომ ის ისეთი აუცილებელი ვიტამინებითაა მდიდარი, როგორებიცაა K, C, E, B5 და B6.

4)ბადრიჯანი? შეგვიძლია, თამამად ვივარაუდოთ, რომ ბადრიჯანს საქართველოში სახელი აჯაფსანდალმა გაუფუჭა: ამ კერძის სახელწოდებას იმდენად ხშირად მოიხსენიებენ უარყოფით კონტექსტში, რომ მისი აუცილებელი კომპონენტის — ბადრიჯნის მიმართ ბევრს ცუდი წინასწარგანწყობა უყალიბდება. არადა იმასთან ერთად, რომ ის ძალიან დაბალკალორიულია, ამასთანავე შეიცავს სასარგებლო ნახშირწყლებს, მანგანუმსა და კალიუმს

5)ბრიუსელის კომბოსტო? შეიძლება, რთული გასაგებია, თუ რას შეიძლება ერჩოდე ამ პატარა, კოხტა და მოხდენილ კომბოსტოებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ბევრს არ უყვარს. მოწინააღმდეგეების გულს ბრიუსელის კომბოსტო იმითღა თუ მოიგებს, რომ სასარგებლო მინერალებთან ერთად დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ორგანიზმში ქრონიკული დაავადებების განვითარების შანსს ამცირებს.

6)ისპანახი? მართალია, თუ ერთხელ მაინც მოგიმზადებიათ ისპანახი თავად, გეცოდინებათ, რომ თავისი მოცულობით მარტივად გატყუებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შეუძლებელია დააიგნორო მისი სიმდიდრე K, A, C და B2 ვიტამინის ფლობის თვალსაზრისით.

7)გრეიფუტი? ციტრუსებს შორის გრეიპფრუტი, ალბათ, ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის მომწარო-მომჟავო გემოს. თუმცა ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თავისი ჯანსაღი შემადგენლობით ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაშიც კი ეხმარება.

8)ჭარხალი სტაფილოსთან ერთად ჭარხლის შესახებ ბავშვობაში, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ხშირად უმეორებდნენ, რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რაც მართლაც ასეა. თუმცა, ამის მიუხედავად, მას სტაფილოსთან შედარებით ნაკლებად გაუმართლა და ბევრმა ვერ შეიყვარა.

9)სოკო მიუხედავად იმისა, რომ თავისი მრავალი სახეობითა და გემოთი სოკოს ხშირად შეუძლია ადამიანის გაოცება, მას ბევრი მაინც არ სწყალობს. არადა საკვებად ვარგისი სოკო ორგანიზმისთვის საჭირო არაერთ ნივთიერებას შეიცავს, იქნება ეს სპილენძი თუ ანტიოქსიდანტები.

10)პომიდორი? მათთვის, ვინც პომიდორს არათუ კონკრეტულ კერძში, არამედ უმადაც მშვენივრად გეახლებათ, ალბათ, რთული დასაჯერებელია, რომ ვინმეს ის არ უყვარს. ბევრ სხვა გემოებთან სრულ შესაბამისობასთან ერთად პომიდორი ისეთ სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს, როგორებიცაა ლიკოპინი, კალიუმი და K1 ვიტამინი. (გრეიფუტს, სოკოს, პომიდორს არ ვეხებით ეგ როგორ არ უნდა გიყვარდეს?!?)

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button