ასტროლოგია

რომელი ზოდიაქოებისგან ველოდოთ ცხელ გულზე მკვლელობას?

ყველას გვქონია მომენტი, როცა ბრაზი და მრისხანება ყელში ბურთივით მოგვებჯინება და მოთმინების ყველა ძაფი გვიწყდება… ამ დროს ადამიანი, ვისკენაც ეს ბრაზია მიმართული რთულ სიტუაციაში ვარდება. თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი, ყველას არ შეუძლია მოკლას.

მოდით დავალაგოთ ზოდიაქოს ნიშნები, ყველაზე ფეთქებადი და საშიშიდან, ყველაზე გულმოწყალემდე.

12. კირჩხიბი

ზოგჯერ კირჩხიბი ზედმეტად ბნელი გვეჩვენება ხოლმე, თუმცა ის ნამდვილად ღრმად გულმოწყალეა. რთულად წარმოსადგენია, რომ ვინმეს მოკვლა გადაწყვიტონ, ნებისმიერ სიტუაციაში. უბრალოდ, ზედმეტად მზრუნველები არიან.

11. ტყუპები

ორმაგი მხარე იმპულსური ქმედების შანსს თითქმის ნულს უტოლებს. როცა ლიმიტებს აღწევენ უბრალოდ გადაიწვებიან და რეფრეშს აკეთებენ.

10. მერწყული

მერწყული არაპროგნოზირებადი და ბნელია, თუმცა მათი სიბნელე ძალადობიდან არ მოდის. ის მშვიდობის შენარჩუნების წარუმატებელი მცდეობების შედეგად გროვდება.

9. თევზები

თევზები თავის ემოციებს გაოხატავს (არაძალადობრივად). შეიძლება გაგანადგურონ ლექსში, ნახატში, თუნდაც სიტყვებით, თუმცა მათგან მკვლელობას ნაკლებად უნდა ველოდოთ.

8. სასწორი

სასწორი ბალანსის სიმბოლოა, არ ვიტყვი, რომ მკვლელობა არ შეუძლიათ, თუმცა ის არ იქნება იმპულსური.

7. კურო

თუ იმ ადამიანებს შეეხები, ვინც კუროს უყვარს, ან მის ყველაზე მტკიცე რწმენებს შეურაცყოფ, არ გაგიკვირდეთ შესაბამისი რეაქციაც, შანსია, რომ კონტროლი დაკარგონ და იმპულსურად იმოქმედონ.

6. ლომი

ლომი სერიული მკვლელის პროტოტიპი უფროა, ვიდრე იმპულსური მკვლელის. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის სახიფათოა. მათი სასხლეტი შესაძლოა ყურადღების მოთხოვნილება გახდეს.

5. მშვილდოსანი

მშვილდოსანი საკუთარი წესებით ცხოვრობს, და თუ ზედმეტად შეეცდები მათი წესების დარღვევას, ცუდისთვის მოემზადე. შეიძლება შემდეგ ინანონ, თუმცა მათ თანხმობა არ სჭირდებათ.

4. ქალწული

ქალწულს ღრმა მოაზროვნის კომბინირებული ენერგია გააჩნია, ისინი ვერ აკონტროლებენ საზღვრებს. მათ არა მარტო ამის გაკეთება შეუძლიათ, არამედ სინანულისგან თავის არიდებაც.

3. თხის რქა

იშვიათობაა, თუმცა როცა თხის რქა კონტროლს კარგავს – ის მთლიან კონტროლს კარგავს. და თუ შენ მათ კომფორტის ზონიდან მოისვრი, შესაძლოა მსხვერპლი გახდე.

2. მორიელი

ნუ ეხუმრები, როცა ის თავის ლიმიტზეა. შეუძლიათ გაგწირონ და მართლებიც იყვნენ.

1. ვერძი

ვერძი ურყევად ებრძვის ყველა წინააღმდეგობას, რაც გზაზე დაუდგება. ისინი მტკიცე და იმპულსურები არიან, რაც მკვლელობის რეცეპტად ნამდვილად გამოდგება.

awarenessact.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button