იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ბზიკის მწვრთნელი
მე ბზიკს ასრე გავწვრთნი, ჰაერიდამ მფრინავი წერო და ვარხვი ჩამოიღოს.
პირველ მოუწონეს. მერმე ჰკითხეს: ვითაო?
მან თქვა:
– ლერწამში ჩავსხამ, რა დაიმართება, რა წეროს კავკავი მოვა, ამოვუტევებ, ჰაერში ავლენ ორნივ, ერთი ერთს თვალში უცემს, მეორე – მეორეში. თვალნი დაუბრმდებიან და ჩამოცვივიან.
იწყინა ვაზირმან და მეფესა ჰკადრა: რა შენი საკადრისია, ასეთსა სიტყვასა მოგახსენებს! ეგება ეს კი იქმნას და მართალი იყოს: ის ბორა ბუზი რომ არის, იმან ამ რიგად ქმნას, რომ შეაწუხოს მეკალოვე ხარივითა და ძირს ჩამოიღოს.
თავმან შენმან, ამისთანა კაცი შენ წინ არ უნდა მოიყვანო!