
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ობოლი და მისი დედა
იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა:
– დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს?
დედამ უთხრა:
– შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარჩო.
შვილმან უთხრა:
– მას წყალზე ხიდი არ იდვა, მას ზედ გასულიყო?
დედამ უთხრა:
– იდვა, მაგრამ შორს იყო.
შვილმან უთხრა:
– ასრე შორს იყო, რომ აქამდის ევლო, ვერ მოუარდა?
დედას გაეცინა და ეგრე უთხრა:
– თუ მაგდენი გაესინჯა, არც კი დაირჩობოდა.