
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – დარბანდელნი მთიბავნი
სოფელსა დარბანდს გამოვიდნენ თივის მთიბავნი, ცხენთა სხდეს და ცელები ხელთა ჰქონდათ. შეექმნათ თივაზე ცილობა. ცელის ტარს ჩააბრჯენდიან:
– აქამომდე ჩემიაო!
– არა ჩემია, სამანი ესე არისო!
ერთი მეტად გაგულისდა. ცელის ტარი თურე მოკლე იყო. ცხენით რომ ჩააბჯინა: აქამდინ ჩემიაო! – ცელის პირი კისერს მოჰხვდა და თავი მოჰკვეთა. მისი თივაც მეორეს დარჩა.