იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – სადაფი და კირჩხიბი

ზღვასა შინა რა სადაფი ვალს, პირაშკმული არის. ოდეს კირჩხიბს ნახავს, პირს შეიკრავს.

კირჩხიბი რა ახლოს მივა, პირთან ფერხს მიადგამს.

რა პირს ცოტასაც არის გააღებს, ფერხს შეუყოფს, ნელ-ნელა შევა შიგ, რაც სიცოცხლე ძევს, შესჭამს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button