
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – მეფე და მხატვარი
მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა:
– მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო!
თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო, მომკლავს. ვით მკადრეო, და თუცა ორთვალი, მომკლავს: ოდეს არს მსგავსი ჩემიო?
მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერა ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი.
– აწ ვხედავ, მიზეზი ჩემი ეს არის, აწვე მომკლა, ვინ გიშლის, ანუ ვინ დაგგმობს?
უბრძანა მეფემან: არა ნდომითა ჩემითა არის, ბედისაგან მოცემული ხარო.