ბიოგრაფია

გიორგი (გიგი) ხორნაული – ბიოგრაფია

გიორგი (გიგი) ივანეს ძე ხორნაული, დაიბადa დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევში (ფშავი) 1936 წლის 12 აგვისტოს.

მამა, ვანო გიორგის ძე ხორნაული, პროფესიით იყო ზოოვეტერინარი. ემსახურებოდა ფშავის კოლმეურნეობებს. დაუსწრებლად ჰქონდა დამთავრებული თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწეოდა ფოლკლორულ საქმიანობას. გამოცემული აქვს რამდენიმე კრებული. დედა, ტანია გაბრიელის ასული ბალიაური პედაგოგი იყო, მასაც თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული.

1954 წელს დაამთავრა ბარისახოს (ხევსურეთი) საშუალო სკოლა-ინტერნატი. იმავე წელს ჩააბარა გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. მეორე კურსიდან გადავიდა კავკასიურ ენათა განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს. ენათმეცნიერების ინსტიტუტის მოთხოვნით დატოვეს ასპირანტურისა და მთის დიალექტების ლექსიკაზე სამუშაოდ. მოულოდნელად ინსტიტუტს ჩამოაშორეს აკად. არნოლდ ჩიქობავა და გიორგიც მას მიაყოლეს.

1960-611 წლებში მონაწილეობას იღებდა ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კახეთის დიდ ფოლკლორულ ექსპედიციაში. 1961 წელს დაქორწინდა, ცოლად შეირთო ნანა კოტეტიშვილი. შეეძინათ ორი შვილი _ ლელა და ნათია. 1963-1967 წლებში მუშაობდა გამომცემლობა “ნაკადულის” რედაქტორად.
1967-1969 წლებში _ “ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის” სპეციალური სამეცნიერო რედაქციის მეცნიერ-რედაქტორად.

1969 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ ქართული ენის კათედრასთან არსებული “ონომასტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის” წამყვან მეცნიერად. ამ ხნის მანძილზე მოიარე, აღწერა და გამოსაცემად მოამზადა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ყველა კუთხის ტოპონიმია.
1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “მთიულეთ-გუდამაყრის ტოპონიმიკა”, ხოლო 1995 წელს _ სადოქტორო დისერტაცია: “ქართული ონომასტიკის საკითხები”. არის მწერალთა კავშირის წევრი

წიგნებისა და ნაშრომების სია:

  1. “ახალყოილნი” (მოთხრობები), თბ., “ნაკადული”, 1966
  2. “ფშაური კაფია” (ფოლკლორი), თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1969
  3. “ყაყაჩოსა სიწითლითა” (საბავშვო), თბ., “ნაკადული”, 1972
  4.  “ვაჟა-ფშაველა “, თბ., “ნაკადული”, 1974
  5.  “ქორია” (მოთხრობები), თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1976
  6.  “მთები და სახელები” (მონოგრაფია), თბ., “უნივერსიტეტი”, 1983
  7.  “მონადირული მართალი” (მოთხრობები), თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1986
  8.  “ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი” (მონოგრაფია), “ნაკადული”, თბ., 1987
  9.  “შვინტლიკა” (მოთხრობები), თბ., “მერანი”, 1988
  10.  “ჩიტო-გვრიტო” (საბავშვო ფოლკლორი), თბ., “ნაკადული”, 1991
  11.  “ნეტამც მოგეკალ” (მოთხრობები), თბ., “ნაკადული”, 1996
  12.  “ქართული გვარები ” (მონოგრაფია), თბ., “ქრონოგრაფი”, 2000
  13.  “ფშაური ლექსიკონი”, თბ., “ქრონოგრაფი”, 2000
  14.  “ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი” (მეორე, შევსებული გამოცემა), თბ., “ქართული ფილმი”, 2003
  15.  “ქართული ონომასტიკა” (მონოგრაფია), თბ., თსუ, 2003
  16.  “კიდევაც დაიზრდებიან” (საბავშვო), თბ., “მერანი”, 2003
  17.  “მზიანი რწმენის საუფლო” (ფოლკლორი), თბ., “მერანი”, 2005
  18.  “შვილთათვის დასარქმევი სახელები”, თბ., “ინტელექტი”, 2005
  19.  “ფშაური წაწლობა და ხევსურული სწორფრობა”, თბ., “ინტელექტი”, 1998
  20.  “მიხა ხელაშვილი”, თბ., “ეროვნული მწერლობა”, 2006
  21.  “ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი” (მესამე, შევსებული გამოცემა), თბ., “ეროვნული მწერლობა”, 2008
  22. “ვაჟა-ფშაველას ონომასტიკონი”, თბ., “უნივერსიტეტი”, 2010
  23.  “შვილთათვის დასარქმევი სახელები”, თბ., “კალიგრაფი, 2010
  24.  “ახალბედა მეფუტკრის გზამკვლევი”, თბ., “კალიგრაფი”, 2011
  25.  მზიანი რწმენის საუფლო” (რელიგიური ფოლკლორი სხვადასხვა კუთხეთა რწმენა) მეორე გადამუშავებული გამოცემა, „ინტელექტი 2013 წელი”. შემდგენლები: გიგი ხორნაული, ნანა კოტეტიშვილი;
  26.  „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი” (მეოთხე შევსებული გამოცემა) ბაკრუ სულაკაურის გამომცემლობა”, 2014 წელი. რედაქტორი ნანა კოტეტიშვილი;
  27.  „აღმოსავლეთ საქართველოს ტოპონიმია”, „ფშავი”, I ტომი, „საპატრიარქოს ფონდი 2015″;
  28.  „აღმოსავლეთ საქართველოს მთის ტოპონიმია”, „ხევსურეთი”, II ტომი, „საპატრიარქოს ფონდი 2016″;
  29.  „სისხლში ნაწრთობი” (მოთხრობების ერთტომეული), გამომცემლობა „მერანი”, 2017. შემდგენელი ნანა კოტეტიშვილი;
  30.  „მონადირული სიზმრები” (ახალი შევსებული გამოცემა – „ჩემი თავგადასავლები”), 2017 წ.;
  31.  „ჩემი საწუთრო, სამზეო” (მემუარები), „ინტელექტი”, 2017 წ.

თარგმანები:

1. ლეგა ბუ, “საჯო და მისი თახვები”, თბ., “ნაკადული, 1971
2. ასტაფიევი ვიქტორ, “ბერმუხელა” (მოთხრობები), თბ., “მერანი”, 1982
3. რ. კაუგვერი, “სასჯელის უმაღლესი ზომა” (დრამა, დაიდგა)
4. ტ. გურევიჩი, “ბატის ჭუკი” (საბავშვო პიესა)
5. ე. სპერანსკი, “ოსტატი დანილო” (საბავშვო პიესა)
6. “ბელორუსული ზღაპრები”, “ნაკადული”, 1972

საბავშო პიესები:

1. “კოკროჭინა” (დაიდგა)
2. “ხუთკუნჭულა” (დაიდგა)

გამოსაცემად მომზადებული აქვს:

1. “ქართული გეოგრაფიულ ტერმინთა ლექსიკონი”
2. ფშავის ტოპონიმია _ I ტომი
3. ხევსურეთის ტოპონიმია _ II ტომი
4. მთიულეთ-გუდამაყრის ტოპონიმია _ III ტომი
5. ხევის, თუშეთისა და პანკისის ტოპონიმია _ IV ტომი
6. მზადდება ერწო-თიანეთის ტოპონიმია

ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სტატია, ძირითადად სამეცნიერო.

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button